და დე დვ დი დო დუ დჳ
დაბ დავ დამ დან დარ დატ დაუ დაყ

დავით აღმაშენებელი (1073 – 1125 წწ.)

დავით IV ბაგრატიონი, გიორგი მეორის ძე; სამეფო ტახტზე ავიდა 16 წლისა. მან გაატარა სამხედრო რეფორმები – საგანგებოდ გაწვრთნა ჯარი და დაამყარა მტკიცე დისციპლინა, გარდაქმნა ბრძოლის ტაქტიკა. ამასთან, ჩრდილო კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (სავარაუდოდ ქართლში) დაასახლა ყივჩაყთა 40 ათასი ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა ორმოციათასიანი მუდმივი ჯარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია ე.წ. „მონა-სპა“; მოახერხა თურქ სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წ. დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მალე თბილისიც შემოუერთა საქართველოს სამეფოს და ამით, ფაქტობრივად, დასრულდა საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ წამოწყებული ქვეყნის გაერთიანების პროცესი. თბილისი კვლავ სატახტო ქალაქად იქცა, სადაც მალე საქალაქო თვითმმართველობაც გაუქმდა. 1124 წ. აღმაშენებლმა შირვანი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. შირვანისა და ანისის სელჩუკიანი თურქებისაგან გათავისუფლება დიდგორის ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი იყო. ამიერკავკასიიდან სელჩუკიან თურქთა განდევნამ გააფართოვა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური საზღვრები ნიკოფსიიდან (ადგილი თანამედროვე სოჭსა და ტუაფსეს შორის) დარუბანდამდე (დერბენდამდე) და ოსეთიდან არაგაწამდე (სომხეთი). განუზომლად გაიზარდა საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა. იგი უძლეველ ქვეყნად მიიჩნიეს იმდროინდელმა მახლობელი აღმოსავლეთის მუსლიმურმა სახელმწიფოებმა. დავით აღმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა. დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა – გელათის აკადემია. მის სახელს უკავშირდება რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა, რომლითაც საფუძველი დაუდო ქრისტიანული სარწმუნოების გაძლიერება-განმტკიცებას. მისი განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში. თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც როგორც ავტორმა ჰიმნისა, კანონისა „გალობანი სინანულისანი”.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9