და დე დვ დი დო დუ დჳ
დაბ დავ დამ დან დარ დატ დაუ დაყ

„დავით აღმაშენებლის ცხოვრება“

დავით IV აღმაშენებელი სიცოცხლეშივე იქცა ხოტბის ობიექტად. მისი ღვაწლი აღწერილია უცნობი ისტორიკოსის თხზულებაში „ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი“; მისადმი მიძღვნილი შესხმის ავტორია არსენ იყალთოელი „მეფესა დავითს მონაზონი არსენი“ (ჩართულია რუის-ურბნისის ძეგლისწერაში). დავით აღმაშენებლის სვინაქსარული ცხოვრება ერთადერთი XVIII ს. ბოლოს დაწერილი ხელნაწერითაა შემორჩენილი „კეთილმსახურისა მეფისა დავით მესამისა ყოვლისა საქართველოჲსა და [აფხაზეთისა], ზედ-წოდებულისა აღმაშენებელისა“. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს თხზულება შედგენილია გელათის მონასტერში ადგილობრივი სასულიერო პირის მიერ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9