და დე დვ დი დო დუ დჳ
დაბ დავ დამ დან დარ დატ დაუ დაყ

დავითგარეჯა // გარესჯა (VI ს.)

უდაბნო და სამონასტრო კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, დაარსდა ერთ-ერთი ასურელი მამის, დავით გარეჯელის მიერ (აქედანაა სახელწოდება „დავითგარეჯა“), რომელიც, თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად, მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა მღვიმეში. „გარეჯა“ კომპოზიტია და ორი სიტყვისაგან შედგება: „გარე“ და „სჯა“. „გარე“ ნიშნავს „გარეთა“, „გარეშეს“, „სჯა“ კი - „განსჯას“, „მსჯელობასა“ და „დასჯას“. მაშასადამე, კომპოზიტი „გარეჯა“ ორ რამეს უნდა ნიშნავდეს:

ა) ამქვეყნიური ცხოვრებიდან მოშორებით, გარეთ განსჯას, მსჯელობას, რელიგიურ მოღვაწეობას;

ბ) ამქვეყნიური ცხორებიდან მოშორებით გარეთ დასჯას, რაც ასკეზას გულისხმობს (რ. თვარაძე). ცნობები მონასტრის აღმოცენებისა და განვითარების პირველი პერიოდის შესახებ წმ. დავით გარეჯელის „ცხოვრების“ ძველ რედაქციას შემოუნახავს. დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება წმ. ილარიონ ქართველის (827 – 875 წწ.) მოღვაწეობის პერიოდს. შუა საუკუნეებში დავითგარეჯას „ათორმეტთა უდაბნოთა“ სახელით მოიხსენიებდნენ. სამონასტრო კომპლექსში 12 მონასტერს ითვლიან ქრისტეს თორმეტი მოწაფის ანალოგიით. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „გარეჯის მთას არს მონასტერნი კლდესა შინა გამოკვეთილნი, სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი; ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. ნათლისმცემელს ზის არქიმანდრიტი, ჩიხტიტურს ზის წინამძღვარი, დავით-გარეჯას არქიმანდრიტი, ბერთუბანს წინამძღვარი. არამედ ყოფილა მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყალმდე და მოწესითა სავსენი, ხოლო აწ არს ხუთი მოწესია მყოფი“. პლატონ იოსელიანი, დავითის ლავრის გარდა, ჩამოთვლის კიდევ თერთმეტ მონასტერს: აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, დოდოს რქა, იოანე ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრ-სენაკები, მაღაზანა, ანუ მღვიმე, ქოლაგორი, მოხატული, ვერანგარეჯა და პირუკუღმარი. ვახტანგ VI-ს თავის ერთ-ერთ ლექსში მოხსენიებული აქვს დავითის ლავრა, ბერთუბანი, ჩიჩხიტური, ნათლისმცემელი, წამებული და დოდო. დავითგარეჯის მონასტერში სხვადასხვა დროს საქმიანობდნენ ცნობილი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწენი: დემეტრე I (დავით აღმაშენებლის ძე), ონოფრე გარეჯელი, ონოფრე მაჭუტაძე, სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, გაბრიელ საგინაშვილი, გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9