და დე დვ დი დო დუ დჳ
დაბ დავ დამ დან დარ დატ დაუ დაყ

„დავით და კონსტანტინეს წამება“

„წმიდათა მოწამეთა დავით და კოსტანტინესი, რომელნი იწამნეს ქუეყანასა ჩრდილოჲსსა, სანახებსა არგუეთისსა“ // „წმიდათა და უძლეველთა მოწამეთა დავით და კოსტანტინესი“ _ თხზულება გადმოგვცემს 737 – 741 წწ. არაბთა წინააღმდეგ არგვეთის მთავართა, ძმების, დავითისა და კონსტანტინეს, გმირულ ბრძოლებს, მათს დატყვევებასა და სიკვდილით დასჯას მურვან ყრუს მიერ. წმ. დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობა ძველთაგანვე ყოფილა აღწერილი. როგორც ჩანს, ამ „ძველი“ თხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე არაუადრეს XII ს. I ნახევრისა (კ. კეკელიძე, ს. ყუბანეიშვილი) შეიქმნა არგვეთის მთვართა მარტვილობის ახალი, მეტაფრასული რედაქცია. ამ ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერი XIII ს. თარიღდება. გარდა ამისა, ჩვენამდე მოღწეულია ანტონ კათალიკოსის „შესხმა და მკოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდთა დიდთა მოწამეთა დავით და კოსტანტინესი, რომელნი იყუნეს არგუეთისა მთავარნი, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“. ამასთანავე, არსებობს ხუთი სხვადასხვა სვინაქსარული რედაქცია (XIII – XVIII სს.). ამათგან უძველესად ითვლება XIII – XIV სს. სვინაქსარული „წამება“, რომელიც აწყურის მახლობლად მდებარე თისლის მონასტერის სვინაქსარს შემოუნახავს და დაცულია პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9