და დე დვ დი დო დუ დჳ
დაბ დავ დამ დან დარ დატ დაუ დაყ

დავით მიძნაძორელი (IX ს.)

საეკლესიო მოღვაწე, მიძნაძორის მონასტრის (კლარჯეთი) მაშენებელი და პირველი წინამძღვარი. მისი მოწაფეები იყვნენ ილარიონი (რომელიც შემდეგში „კათალიკოზ იქმნა მცხეთას“) და ბარეთელთის მონასტრის (კლარჯეთი) მაშენებელი და წინამძღვარი ზაქარია. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ დავით მიძნაძორელი მოხსენიებულია, როგორც „დიდი მამაჲ და მაშენებელი მონასტერთაჲ“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9