და დე დვ დი დო დუ დჳ
დაბ დავ დამ დან დარ დატ დაუ დაყ

დავით წინაწარმეტყუელი (დაახლ. ძვ. წ. 1035 – ძვ. წ. 965)

დავით მეფსალმუნე // ფსალმუნთმგალობელი, იუდეველთა და ისრაელთა გაერთიანებული სამეფოს დამაარსებელი და მისი პირველი მეფე; დავითი მწყემსი იყო. დაამარცხა ფილისტიმელთა გოლიათი და მეფე საულმა ჭაბუკობაშივე მხედართმთავრად დანიშნა, თანაც თავისი ქალიც მიათხოვა. დავითის პოპულარობას მეფე შეუშინებია და მისი მოკვლა განუზრახავს. საულის დაღუპვის შემდეგ მეფედ აირჩიეს. მან გააერთიანა იუდეა და ისრაელი. სამეფო ქალაქად იერუსალიმი აირჩია და რელიგიურ ცენტრად გამოაცხადა. აქ გადმოასვენეს „კიდობანი სჯულისა“. დავითის მიერ დაარსებულმა დინასტიამ ძვ. წ. 585 წლამდე იმეფა. მან თავის ძეს, სოლომონს, დაუტოვა სახელმწიფო, რომელიც დამასკოდან ეგვიპტემდე და ხმელთაშუა ზღვიდან მდ. იორდანის აღმოსავლეთით მდებარე მიწებამდე იყო გადაჭიმული. წმ. დავითს მიეწერება ფსალმუნის შექმნა, რომელსაც ქართული ტრადიციით „დავითი“ // „დავითნი“ ეწოდება. აღსანიშნავია, რომ ქართული სამეფო ბაგრატიონთა გვარი თავის წინაპრად დავითს მიიჩნევდა და დავითიან-ბაგრატოვანებად იწოდებოდა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9