და დე დვ დი დო დუ დჳ
დაბ დავ დამ დან დარ დატ დაუ დაყ

„დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო“

ქართულ ლიტერატურულ და საისტორიო წყაროებში აისახა ბაგრატიონითა ღვთაებრივი წარმოშობის იდეა. სამეფო დინასტიას ქართული ტრადიცია უკავშირებდა ბიბლიურ მეფეებს, კერძოდ, დავითს – ცხებულ მეფესა და წინასწარმეტყველს. ბიბლიური დავითის შთამომავლად ქართველ ბაგრატიონთა პირველი აღიარებაა წმ. გრიგოლ ხანძთელის ეს მიმართვა აშოტ კურაპალატისადმი, რომელიც ბაგრატიონთა დინასტიისთვის საფუძვლის დამდები იყო. ქართველ მეფეთა წინაპრებად, აგრეთვე, მოიხსენიებიან იესე (დავითის მამა) და სოლომონი (დავითის ძე). „ძე დავითისი“, „შტო სოლომონისი“, „ძირი იესესი“ – ხშირად გვხვდება შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში. ბიბლიური დავითის შტოდან იშვა მესია.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9