აგათანგელე დამასკელი // მანსურ იბნ სარჯუნი // ოქრო-ნექტარი, ეკლესიის მამა და მასწავლებელი, ქრისტიანული სწავლების დიდი სისტემატიზატორი. ავტორია ფუნდამენტური ნაშრომისა „ცოდნის წყარო“, რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან: ფილოსოფიური („დიალექტიკა“), მამხილებელი („მწვალებლობათა შესახებ“), და დოგმატური („მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“. გარდა ამისა, იოანე დამასკელს ეკუთვნის ქადაგებები ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე. მის მიერაა დაწერილი პალესტინური ტიპის განსაკუთრებული კანონები, რომლებიც IX საუკუნიდან შემოვიდა აღმოსავლეთის ეკლესიაში. მას ეკუთვნის აღდგომის, შობისა და სხვ. ქრისტიანულ დღესასწაულთა კანონები, ითვლება რვახმათას შემქმნელად. მღვდლად აკურთხა იერუსალიმის პატრიარქმა და თავის კათედრაზე მქადაგებლად დაადგინა, მაგრამ მალე ლავრაში დაბრუნდა, წერა განაგრძო და სიცოცხლის ბოლომდე არ დაუტოვებია მონასტერი. 754 წ. კონსტანტინეპოლში კრებაზე ამხილა ხატმებრძოლები. იგი დააპატიმრეს. მრავალი დაითმინა ტანჯვა-წამება. გარდაიცვალა 104 წლისა 780 წ.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]