ბიბლიური პერსონაჟი, „დაჲ მოსესი“, წინასწარმეტყველი, ისრაელის მსაჯული, ებრაელთა მეთაური და სულისჩამდგმელი ქანაანელთა ქალაქის, ხაცორის, მეფე იაბინის წინააღმდეგ ომში. მისი პატრიოტული მოწოდებითა და ბელადობით ისრაელი ტომები საერთო მტრის, ქანაანელების, წინააღმდეგ აღმდგარან და დიდი გამარჯვებაც მოუპოვებიათ, რისთვისაც დებორას ხოტბა შეუსხამს ერთ-ერთ ჰიმნში, რომელსაც „დებორას სიმღერა“ ეწოდება.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]