და დე დვ დი დო დუ დჳ
დებ დედ დეკ დემ დეო

„დედათა ცხოვრებანი“ // „მატერიკი“

აგიოგრაფიული მწერლობის ჟანრი, წმ. დედათა ცხოვრების წიგნი. ძველ აგიოგრაფიულ კრებულებში შეჰქონდათ ორივე სქესის წმინდანთა ცხოვრებისა და წამების ამსახველი ნაწარმოებები. ზოგჯერ დედათა ცხოვრების წიგნებს ცალკე ადგენდნენ, მამათა ცხოვრებისას _ ცალკე. პარხლის მრავალთავისა (XI ს.) და ბოდლის წიგნსაცავის XI ს. ქართული მრავალთავის II ნაწილი „მატერიკია“, მამათა ცხოვრებანი გაერთიანებულია I ნაწილში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9