და დე დვ დი დო დუ დჳ
დებ დედ დეკ დემ დეო

დეკანოზი // დეკანოსი

ბერძნ. „პროტოპრესვიტერი“

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიაში მეორე ხარისხის მღვდლის საპატიო წოდება. დეკანოზი შეიძლება იყოს საეკლესიო ოლქის ზედამხედველი და რამდენიმე ტაძრის წინამძღვარი. ჩვენში დეკანოზის წოდება XIX საუკუნიდან მოყოლებული ეძლევათ მხოლოდ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს, როგორც საპატიო ტიტული ეკლესიის ერთგული მსახურებისთვის. ქართულ მონასტრებში დეკანოზი იყო მღვდლებისა და მგალობლების უფროსი; მონასტრის წინამძღვრის შემდეგ მეორე პირი, მისი თანაშემწე მღვდელმსახურებაში. დიდ ეკლესიებში დეკანოზს ზოგჯერ ცალკე სამრევლო – „სადეკანოზო“ ებარა. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში სახელწოდება „დეკანოზი“ გავრცელდა ხატის მსახურზე, რომელიც სახატო რიტუალს (დროშებისა და ხატების გამოსვენება, დალოცვა, მსხვერპლშეწირვის წესი) ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9