და დე დვ დი დო დუ დჳ
დებ დედ დეკ დემ დეო

დემეტრე (825 – 861 წწ.)

დიმიტრი II, აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) მეფე, ლეონ II-ის ძე; ენერგიულად იბრძოდა ახლად შექმნილი სამეფოს დამოუკიდებლობის დასაცავად. IX ს. 40-იან წლებში არაერთხელ დაამარცხა დასავლეთ საქართველოში შემოსული ბიზანტიელთა ლაშქარი. 853 წ. წინ აღუდგა საქართველოში შემოჭრილ არაბთა სარდალ ბუღა თურქს. იგი შემდეგშიაც განაგრძობდა ბრძოლას ქართლიდან არაბთა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. დემეტრე II-ის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის გავლენის განმტკიცება დასავლეთ საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ხელშეწყობით IX ს. I ნახევარში დასავლეთ საქართველოში წმ. გრიგოლ ხანძთელის მიერ უბისის ქართული მონასტრის დაარსება: „მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბჱ“ – გადმოგვცემს გიორგი მერჩულე.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9