ვა ვე ვი
ვალ ვარ ვაშ

ვალის გარდახდა

ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა 629,4;

ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა 1080,4;

შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების 771,3;

ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების 1486,1;

გარდვიხდი მე ვალსა მართ ვერას ვერ წადილითა ჩ., 494,3;

თორ მოგინდება გარდახდა როსცაა ჩემი ვალისა არჩ. I, 26,60,4;

სწადს თუ ღმერთსა, გარდვიჴადო ვალი თქვენგან დადებული მთ., 380,4;

რა იქ მობრძანდები, ვეცდები ჩემი ვალი გარდავიხადოო საბა, II₂, 269,19;

მომეც გვედრებ, შენი ვალი გარდაიჴადეო გურ, 80,380,4;

მუქაფის შემოზღვა - მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა 1188,2;

მუქაფა ღმერთმა შემოგზღოს 1198,1;

ზეგარდმოთ მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემ-მაგიერი 1341,2;

მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, ვინცა მე მომეჴმარენით შნმ 4999,1;

დიაღ კარგად დამიხვდი და კარგი ანბავიც მიამბე, ღმერთმა შემოგზღოს მუქაფა რუს., 342,11;

მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, რაც ჩემთვის ისაჯენითა მთ., 383,2;

აწ აქა მომეახლე, ნუთუ შენისა ნაკეთვარისა მუქაფა შემოგზღო საბა. II₂, 77,16;

მუქაფად შემოზღვა - შენისა ესოდენისა ვალისა დადებითა მეცა მნებას მუქაფად შემოგზღო რამეო საბა, II₂, 263,26;

მუქაფის შეზღვა – ღმერთმან მის უწყალოს ჩხუბების მუქაფა მასვე შეზღო საბა, II₁, 309,6;

მუქაფის ზღვევა – ყოვლისა ცოდვისა ნაცვალი მიეგოს და ყოველისავე დანაშაულის მუქაფა ეზღვიოს საბა, II₂, 116,34;

მუქაფის ზღვევინება - შეცოდებისა მუქაფა დღეს ეტლმან მე მაზღვევინა შნმ 4775,1;

მუქაფის გარდაჴდა - შენ ვალი დამდევ, მუქაფა ღვთივ ჩემგან გარდიჴდებოდა შნმ 1356,2;

მუქაფის მოგება – კვლავე მოწყალებამან შენმა არა მომაგო ცოდვათა ჩემთა მუქაფა რუს., 396,6;

მუქაფის მიგება – თუცა მუქაფა არ მივაგო, განსვენება არ მომეცემაო საბა, II₂, 87,26;

ნაცუალის შეზღვა - გუმართებს ნაცუალი შევიზღოთ, ან შევიწიოთ რა თუალი ფეშ., 143,4;

ნაცვლის გება - ვიცი, ნაცვალსა არ მაგებ, ბოდიში თუ მოვითხოვო არჩ. II, 1116,2;

ნაცვლის მიგება - ნუთუ ხელმწიფეს დანადილისა და მეკობრის არაკი არ მოხსენებოდეს, მეკობრეს რა ნაცვალი მიეგოო საბა, II₂, 89,15;

ნაცვლის მიხვდომა - ნაცვალი მიხვდა მრავალთა, ვინ ნახა დანაბილები ვახტ., 69,17,4;

ვალთა მუქაფა - ჴელმწიფემან ვალთა მუქფად არ დაზოგოს შენთვის სული მთ., 630,4;

ვალის ზღვევა - რაღას მაზღვევ საწყალს ვალსა თან., 406,4.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9