| | |
მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები 842,1;
ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა 727,3;
რჯული დააგდო შაჰრომან და ზენაარი გატეხაო ვისრ., 47,31;
ფიცი გატეხეს ცხოველი და ზენაარი ჩვენთ სჯულთა არჩ. I, 161,207,3;
არ გაუტეხ ზენაარსა, რამცა მითქვამს დანამტკიცი ბ.-გულ., 736,2;
ზენარის გატეხა - მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა 836,3;
ვამეყ გატეხა ზენარი, ფიცი, სიმტკიცე სრულია ფეშ., 361,1;
ფიცის გატეხა - შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება 518,3;
იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა 835,3;
გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა 1158,1;
და თუ ფიცის, არ გატეხის 568,2;
მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს, ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს 525,1;
ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების 730,4;
არ გასტეხს ფიცსა, თვით დანამტკიცსა, ჰე-ჰედ იყოსა ანუ თუ არად აბდ., 50,1;
გაძლიერებულა, შენი ფიცი გაუტეხია, მრავალი შენი ყმა დაუჭედია და დაუტყუევებია ვისრ., 139,8;
ფიცებულ ვიყავ ნოსარ ნისრელისა და არა გაუტეხ ფიცსა ა.დან., 305,31
ღმერთმან გვიყო ესე საქმე, ჩუენმა ფიცის გატეხამა შნმ 2069,4;
ვინ ფიცსა გასტეხს, აღთქმასა, უფალსა მას» გაამგუნებს არჩ. I, 157,168,ქ;
ვარჩევ, სჯობს ფიცთა გატეხას გატეხა ამ რაყმობისა გურ., 59,229,4;
საფიცის გატეხა - უსენ გატეხა საფიცი, მთვრალმან ქნა გამჟღავნებანი, ჩ., 587,2;
ფიცის მოშლა – ფიცსა და პირსა რად მოშლი არჩ. I, 171,291,3;
ფიცის ტეხა - სახელს ეძებს უზაკველად, ფიცს არა სტეხს, გამმარჯვეობს არჩ. I, 10,69,3;
ხანი გამოჴდა, არჩიეს მათ დიდთა ფიცთა ტეხანი ფეშ., 354,1;
ანდერძის გატეხა – ვინცა გატეხოს ანდერძი, ჴელმწიფის სულთა მტერია შნმ 5038,4;
დედისა ჩემისა ანდერძის გატეხა არ მოხდება რუს. 74,337;
აღთქუმის გატეხა - აწ რად დაივიწყე ღმერთი, აღთქუმა გამიტეხე ვისრ., 42,29;
ვით იქნების... თქვენისა პაემნისა და ჩემისა აღთქმისა გატეხაო საბა, II₁, 211,25;
ნუ გასტეხს აღთქმასა, რაც ღმერთს აღუთქვა გურ., 228,332,4;
პირის გატეხა - და აწ რომელ თქუენთუის ამითქუამს, ესე პაემანი და პირი აღაროდეს გავტეხო ვისრ., 181,17;
შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანერთის ძვირისა, ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხა პირისა გურ., 48,154,2;
პირის ტეხა – პირის ტეხასა, მზაკვარებასა კეთილის მოქმედსა თანა დაზავება არა უც საბა II₂, 74,35;
პირობის გატეხა - მამათქვენსა და იმას პირობა დაუდვია და პირობის გატეხა ვეღარ გაუბედავ რუს., 279,3;
თუ გამიტეხა პირობა, მან გაიმართა სადავე ფეშ., 580,1;
ნადირთა პირობისა გატეხისა და დაუნდობლობისათვის სწყრებოდა საბა, II₁, 169,22;
პირობის მოშლა – საუკუნომდე არ მოვშლი მას პირობასა დებულსა საბა, II₂, 68,7;
პირობის გამრუდება - შენსა ჩხუბებსა მისი სიკეთის იატაკი აღმოუნგრევია და ხელმწიფის პირობა გაგიმრუდებია საბა, II₁, 270,22;
ფიცის გაცუდება - სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა 1140,4;
ფიცის დავიწყება – დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი 1154,3;
მიკვირს, ლაშქარნო, ფიცი რად დაგვიწყებია შნმ 4682,1;
ფიცის ცრუება - მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები 842,1;
არ უცრუა ფიცსა მისსა, ძმად მისთვისეე დასაჯერმან მთ., 462,2;
ფიცის გარდასლვა - უჴმდა შვილის-შვილთა მათ ფუცებულთასა არა გარდასლვაჲ ფიცისაჲ ხრონ., 80,16.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |