თა თვ თი თლ თმ თნ თქ თხ
თავ

თავის მოკვეთა

თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ 750,2;

ხოლო სიკუდილი ჩემი ტფილისს ყოფად არს საპყრობილესა და თავი მოკუეთად არს ჩემდა ევსტ., 35,1;

უბრძანა განყვანებაჲ მისი გარე და მოკუეთაჲ თავისა მისისაჲ ჰაბო, 71,6;

მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან სინ., 253,11;

ქუე დადვა, თავის მოკუეთასა ჰლამობდა ვისრ., 174,19;

თუ გასწყრე და თავი მომკვეთო, ესე სიხარული არის ჩემი ა.-დარ., 285,5;

აფთიონს თავი მოჰკვეთეს შნმ 47,1;

ანუ, მომკვეთე თავი ჩემი და ანუ მომეც ჯუფთი ჩემიო რუს., 6,17;

თავსა მოგკვეთ და დაჰკარგავ ჭკუათა ნაზარდობასა ომ., 270,3;

თავი მომკვეთე, გამხადე არაბთა სასაცილოდა თ. I, 27, 28,2;

მოურავს თავი მოჰკვეთეთ, ვეღარა ქნას რა შუბითა თბ., 185,4;

მეორე მეშურნესა ხრმლით თავი მოჰკვეთა საბა, II₁, 282,16;

თავის გარდაკუეთა - ფიცხლავ თავი გარდაკუეთეს, მოკლეს ტკბილი საყუარელი შნმ 334,3;

თავის წარკუეთა – წარიყვანეთ ეგე საპყრობილედ და იდუმალ ღამით თავი წარჰკუეთეთ ევსტ., 44,8;

გარნა სუროდათ, თუ სთქვა, სწყუროდათ თავთა წარკვეთა ბევრის-ბევრებით არჩ. I, 232,40,4;

თავის გაშორება - ფიცხლად თავსა გააშორებს, სატაგრუცოდ მიიყუანსა შნმ 2643,4;

თავის მოჭრა - სხვათაებრ მასცა თავს მოვსჭრი მე ჴმლითა ეგვიპტურითა მთ., 1042,4.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9