თა თვ თი თლ თმ თნ თქ თხ
თვა

თვალთა სინათლე

შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე, მზეებრ სანახველად 408,3;

ჰე დედისა თუალთა სინათლეო, შენს წინათამცა მოკუდების შენი ძიძა ვისრ., 61,36;

ჩემთა თვალთა სინათლეო, ჯერ ვარდი ხარ გაუშლელი შნმ 344,3,

მაგად ნუ სჭმუნავ, ჩემო თვალთა სინათლეო რუს., 8,8;

უთხრა: თვალთა სინათლეო, ტახტსა ზედა გარდიარე ზილ., 246,2;

ვაჟს დაულოცა სამეფო, ...მზე, მისთა თვალთა სინათლე მთ., 834,2;

ჩემი თვალისა სინათლე ხარ და იყავმცა სულოო არჩ. I, 213,654,3;

შვილო, სინათლევ თვალისა, ლომნი დაგგლეჯენ, არ ძალმიც ღონე მოშველად ძალისა თან., 1100,1;

ნუ მიზამ, თვალთა ჩემთა თვალის სინათლეთა ზედა ცრემლით მტირალს ნუ შეიქო საბა, II₂, 166,24;

თვალთა ნათელი - მიავლინებ მეფობასა შენსა ძისა შენისა, რ-ლ არს [ნათელი] თუალთა შენთაჲ ბალ., 142,535;

ბნელ იყო ჰაერი და არა მქონდა თუალთა ნათელი და ხედვა ვისრ., 168,12;

ამ თვალთა, გულთა, ნათელო, ბედნიერმცა ხარ სვისაგან შნმ 1263,2;

შვილო საყვარელო, ჩემთა თვალთა ნათელო რუს., 95,34.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9