ბა ბე ბი ბნ ბო ბრ ბუ
ბედ ბერ

ბედის მდურვა

ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა 112,2;

კუნესით თავისა ბედსა ემდურვოდა ვისრ., 167,1;

მისთვინს ბედსა ემდურვის და ეტლსა ჯავრითა ეწვის შნმ, II, 394,8;

მე ბედსა ჩემსა ვემდურვი დროსა შემასწრა ახ ავსა ბ.-გულ., 974,2;

მაგრამ ბედს არ ემდუროდა, რა მე მიველ, ღმერთს მადლობდა არჩ. II, 283,4;

ბედსა ვემდურვი და მერმე, ვაი, ჩემის დისა შობასა თბ. 351,4;

მუხთლად ვიჴმი ეს სოფელი, ბედსა ჩემსა დავემდური მთ., 15822;

ბედის ჩივილი-რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად 1295,1;

ბედის მომდურავი–ვარ ბედისა მომდურავი, მიწყი წაჴდა ჩემი რჩომა ფეშ., 456,2.

ბედის მოჩივარი - მზეო, მე ღარიბი, ვარ ბედისა მოჩივარი მთ, 518,2;

ბედის წყევა: ლაშქარნი ერთობ იტყოდეს თავის ბედისა წყევასა ომ., 363,3;

ბედსა სწყევს, სიკვდილს ინატრის, აქვსღა სიცოცხლე მწარია მთ, 1206,2.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9