მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ
მად მავ მათ მამ მან მარ მაყ მახ მაჯ

მარგალიტი ობოლი

ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვი 9,2;

მას ტახტისა მოფენილობა სრულად ობლის მარგალიტითა იყო გაკეთებული რუს., 95,11;

ყოველის საჭურჭლისაგან პატიოსანი ღა უცხო თვალი და ობოლი მარგალიტი ომ., 33,6;

ღაწვთ მარგალიტნი ობოლნი ჰფარვენ, აქვს მალვა თავისა მთ., 1504,4;

პირი ჩაუდვა უბესა, ვით მარგალიტი ობოლი, შიგან სადაფთა ბუდესა თ. I, 71,88,3;

დაადგა თავსა გვირგვინი მარგალიტისა ობლისა არჩ. I, 154,153,3;

და ეს დაუფასებელი სპეკალი მის ჟამთა შინა, სრულიად ობოლის მარგალიტის მსგავსად, სადაფთა ხარხანჩოთა შინა დაფარულიყო საბა, II₁, 31,14;

ობოლი თვალ-მარგალიტი – რჩევით აიხვნა საუნჯე, სხვა კაცთა არ ნაქონები თვალ-მარგალიტი ობოლი მთ., 1400,3.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9