| | |
რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე 375,2;
აღმოსავლეთით ჩუენთუის უბედურობისა მზე აღმოჰჴდა ვისრ, 155,1;
და აღმოჴდა მზე და ყოველნი წარემართნეს ეკლესიად აზმ., 87,1;
რა გათენდა, საწუთროსა მზე აღმოჴდა მონავანი შნმ 3188,1;
რა მზე აღმოჰხდა, მეიდანს გავიდა უყენებელი ვახტ., 78,86,4;
მზის აღმოსლვა: და ესრჱთ აღმოსლვასა ოდენ მზისასა, ვიდრე სულიერღა იყვნეს, ცეცხლსა მისცნეს, წმიდანი იგი სინ., 121,28;
ვირეცა მზე და მთუარე აღმოვალს, მუნამდინცა მე შენგან იმედგარდაწყუედილი არა ვარ ვისრ., 213,34;
მზის ამოსვლა - რაღა იციან ღამისა, ან მზისა ამოსვლისა რა თ. I, 6,25,4;
მზის აღმობრწყინება - ხოლო რაჟამს-იგი მზე აღმობრწყინდის მცხინვარებითა თჳსითა სამოთხეთა ზედა და ბოსტანთა, ყუავილი იგი მათი დააჭნვის მ. სწ., 83,31.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |