| | |
ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა 1239,3;
ნამუსის შენახვა – თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა 1046,4;
ხვაშიადის შენახვა – აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე 155,2;
ხვაშიადად შეინახეს, მათ არავის გაუმჟღავნეს შნმ 1983,2;
ნურვის ეტყვი წაგიყვანო, ხოშიადი შამინახე ზილ., 128,2;
შემინახოთ ხვაშიადი, არა სთქვათ და კვლა არა მგმოთ მთ., 889,2;
უცები კაცი ხვაშიადს ვერათ ვერ შეინახავსა არჩ. I, 73,9,2;
ხუაშიადის გულსა შიგან შენახვა – ნიადაგ ხუაშიადსა გულსა შიგან შენახვა უნდა ვისრ., 63,12;
ხუაშიადის მალვა – მე ესე აუგი და ხუაშიადი შენთუის ადრითგან მიმალავს ვისრ., 114,33;
ხვაშიადის დაფარვა - ხვაშიადისა დაფარვა კაცისა დღეთ სიგრძენია საბა II₁, 254,4;
ხვაშიადსა არ დაჰფარავ, გამოგიჩნდა გასაგონდ ვახტ., 143, 574,1;
ხვაშიადის ფარვა – სიბრძნისა დარგი ექმნება ნარგი, ვისიცა ენა ხვაშიადს ჰფარავს საბა, II₁, 256,31;
ხვაშიადის დამარხვა – შენს ხვაშიადსა თუ შენა ვერ დაიმარხავ გონებით, სხვამ რამე წათქვას, რად გიკვირს, ანუ რად დაეღონებით საბა, II₁, 257,8;
ხვაშიადის გაკრძალვა – ხვაშიადთა და საიდუმლოთა დიდი გაკრძალვა უხამსო საბა, II₁, 443,12;
ხვაშიადის დადუმება – რუზიბეიმ ესე ხვაშიადი დამანას სიკვდილამდე დაიდუმა საბა, II₁, 297,10;
ხვაშიადის დაკრძალვა – ვინცა ხვაშიადთა საუკუნოსა კოლოფთა შინა არა დაკრძალავს, ხვაშიადი იგი მისდა სამტეროდ დროშათა ამართავს საბა, II₁, 253,33.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |