| | |
არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა 837,3;
სჯობს პირისა გასრულება, რას ივარგებს ნამტყუენარი ფეშ., 939,3;
ვირემ მე გულდაჯერებით მას არ დავინახავ, არას გზით მანობამდე მე ამა პირსა არ გავასრულებ საბა, II₂, 75,19;
პირის გათავება - ქილილას სანაცლო ხელი მომეც, რომე ჩემი ძმობის პირი გამითაოო საბა, II₁, 296,31;
ქადებულის გათავება - ჩემი გული გაახარე, გამითავე ქადებული შნმ 2330,4;
თქმულის გათავება – გაათავეს თვისი თქმული, სადგომსვე თქვეს დაქადილად არჩ. II, 645,3,
პირობის აღსრულება – მეფემ უბრძანა: „თუ არგო, მე აღგისრულო პირობა" მთ., 1266,1;
პირობის გათავება – მან გაათავოს პირობა, რაც: მისგან თქმული არისა მთ., 770,4;
პირობის თავება - თუ ვინ ათავოს პირობა, მიჰხვდეს გულისა წადილსა მთ., 767,1;
ანდერძის აღსრულება – მე ვეღარ გავეყარე სიყვარულითა და ძმისა ჩემისა ანდერძისა აღსრულებისათვის რუს., 459,18;
ანდერძის თავება – ვინცა ეს ჩემი ანდერძი ათაოთ, ღმერთიმცა აღასრულებს საწადელსა რუს., 411,14;
ანდერძის სრულყოფა – ანდერძი სრულ-ყო, გარდახდა ჩ., 556,1;
აღთქუმის აღსრულება – აღთქუმაჲ მონაზონებისაჲ აწ აღუსრულო უფალსა ხანცთ., 263, 28;
აღნათქუემის აღსრულება - თანაგაც ორკერძოვე აღსროულებაჲ აღნათქუემისა შენისაჲ ბალ., 142,39;
მერმე მოვიდა აღნათქუემისა აღსრულებად მოქც., 156,4;
აწ ჯერ-არს ჩემდა აღნათქუემისა საქმით აღსრულებაჲ ხანცთ, 255,31;
ფიცის გასრულება – არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა 837,3;
იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა 852,2;
უკვირს ფიცის გასრულება შნმ 3029,2;
ფიცის გათავება - ამა ფიცსა გაგითავებ, არვინ მიჩნდეს შენად დარად შნმ 1366,3.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |