პა პი პუ
პირ

პირის ხოკა

პირსა ხოკით, წვერსა-გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი 812,3;

გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით 939,1;

ლაშქართა შიგან შეიქმნა... ზოგთაგან ხოკა პირისა 994,2;

ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენაჭვრეტი 266,4;

პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს 663,2;

პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა 1330,1;

პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა 342,3;

პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა 603,3;

ქალი ტირს და პირსა იხოკს, თმა გიშრისა დაეშალა თ. I, 78,149,3;

პირის ხოჭა - ზოგჯერ პირსა იხოჭდა, ზოგჯერ თმათა იგლეჯდა ვისრ., 156,21;

პირსა იხოჭდეს, ტიროდეს გაშლილი თმითა, კავითა შნმ 515,2.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9