სა სე სი სო სრ სუ სხ სჯ
სოფ

სოფლით გაღმა გაბიჯება

მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა 858,4;

სოფლით გაღმა გამებიჯნეს, წამყვეს ეშყი მისეული მთ., 1488,4;

ამ სოფლით გაბიჯება - მას ამ სოფლით გაებიჯა თან., 2110,4;

ამიერ სოფლით განსლვა - მოწევნულ არს განსლვაჲ მისი ამიერ სოფლით ლიმ., 74,23;

გულს-ეტყოდე მარადის, საყუარელო, განსლვისათჳს შენის ამიერ სოფლით და დღისა მისთჳს საშინელისა მ. სწ., 5,16;

და იყ[ა]ვნ განსლვაჲ ძენი ამიერ სოფლით მოქც., 163,15;

ამ სოფლით გასვლა - ინდოთ მიესმა ამბავი - „დეულ ამ სოფლით გავიდა" შნმ 896,1;

მნათობი დედოფალი ამ სოფლით გასულა რუს., 66,29;

ყოველი მლოცაობა და ამ სოფლით გასვლა მისგან მოგონილი იყო თ. II, 175,29;

ამ სოფლით გავლა - რა დრო მოვიდა, დარისპან ამ სოფლითა ჰქნა გავლაო თან., 1390,2;

ამ სოფლით გარდასლვა – დრო მოუვიდა ბედკრულსა ამ სოფლით გარდასვლისანი თ. I, 22,60,1;

ამ სოფლით წასვლა – ზურაბ ამ სოფლით წავიდა შნმ 2902,1;

ამ სოფლისაგან წასვლა - სპანდიატ ფაშოთანს უთხრა: „მე წავალ ამ სოფლისაგან“ შნმ 5631,4;

სოფლით განსლვა – მისცა თავი თჳსი მკუდარსა, რომელი განსრულ იყო სოფლით მ. სწ., 122,23;

უბრძანა ყოველი სიზმრად ნახული და თავისისა თავისა სოფლით გასვლა რუს., 518,37;

სული ტკბილია და ძნელად გასაცემი, და სოფლით გასვლა, საზარელი საბა, II₁, 332,10;

უჯობს კაცს სოფლით გასვლა, თვარ ლახვარი შეეყრების ვახტ., 48,39,4;

სოფლისაგან გასვლა - აწ წაველ, გავხე სოფლისგან ჩ., 565,3;

სოფლისგან განვლენ ცოდვითა, მისგანვე შეიბიწვიან საბა, II₂, 107,27;

სოფლის გავლა - გარდახდეს, გავლეს სოფელი 1583,2;

უცილოდ გავლი სოფელსა თუ კიდევ არ მეჩვენება თ. I, 67,59,4;

წავიდეს, გავლეს სოფელი; ოჴრად დააგდეს სეფენი ფეშ., 34,2;

ასე გავლე ეს სოფელი, მტვერი მისი დაიგავი ვახტ., 88,166,4;

ყოველნი განვლით სოფელსა, არ ვინ დავრჩებით შინაო თ. I, 112,1,2;

ყველა განვლით ამ სოფელსა, თქვენც სახელსა ეძიებდით არჩ., II, 560,4;

სოფლით გახდომა - გლახ დავვარდი მე ობოლი, მეფე სოფლით გაჰჴდა გვალა მთ., 1464,3;

სოფლის გარდაჴდომაგარდახდეს, გავლეს სოფელი 1583,2;

გარდაჰჴდა ჩემი სოფელი, არ მოსალოდნი ლხენითა შნმ 2873,4;

ამიერ სოფლით მიცვალება – მეაჩჳდმეტესა წელსა მღდელთმოძღურებისა მისისათა მიიცვალა ამიერ სოფლით არისტ., 67,6;

ხოლო მათ გულისჴმაყვეს ჟამი იგი მიცვალებისა მისიაჲ ამიერ სოფლით ხანცთ., 313,42;

ამ სოფლიდამ მიცვალება - ძესა სულსა მიაბარებს, ამ სოფლიდამ მიიცვლების თ. II, 46,372,1;

სოფლით მიცვალება – თვითმფლობელი ქვეყნიერთა მეფე სოფლით მიიცვალა მთ., 1464,1;

ამიერით მიცვალებაამიერით მიიცვალა, ამ სოფლისა გაჰყვა მდურვა მთ., 1460,3;

ამიერ სოფლით გარდაცვალება - რა მეფე იგი ამიერ სოფლით გარდაიცვალა, უფროსმან ძმამან მამის საუნჯე ხელთ დაიპყრა საბა, II₂, 281,20;

ამ სოფლით გადაცვალება - ის გადიცვალა ამ სოფლით, სხვა დაჯდა იმის ალაგსა ბაქ., 97,1;

ამიერ სოფლით მოკლება – რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ სოფლით, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა ლ., 16,9;

ამ სოფელს გაყვანა – აწვე ამ სოფელსა გაგიყვანო, დედაცა შავით შეგიმოსოო რუს., 56,38;

საწუთროსაგან გასვლა – ამ საწუთროსაგან ადრე გახვალ შნმ II, 379,7;

საწუთროსაგან წასვლა – მიიფარა ამა უხანოს სოფლით და წავიდა საწუთროსაგან შნმ., II, 410,35;

სოფლისაგან წასვლა – თქვა : -„ წავსულვარ სოფლისაგან, მერგებისო არად რა მე“ თ, I, 47,174,2;

უხანო სოფლით მიფარება - მიიფარა ამა უხანოს სოფლით და წავიდა საწუთროსაგან შნმ., II, 410,35;

სოფლიდამ გაბარგვა – ვინც დამაბეზღა, მაშინვე სოფლიდამ გაიბარგაო ბაქ., 209,4;

მას მკურნალთა ვერა არგეს, იქმნა სოფლით გაბარგულად თ. I, 41,127,1;

საწუთოსგან გასალმება - საწუთოსა გასალმოდა, სოფლის ბრუნვის ჩვეულებით ჩ., 294,2;

საწუთროს გამოსალმება - ორივ თვალი წააყრევინა, საწუთროს გამოასალმა რუს., 285,12;

სოფელს სალმება - ცან, სოფელსა ვესალმები, გზა მიც გრძელი წასავალი მთ., 1377,4;

სიცოცხლისაგან გასლვა - დევი სიცოცხლისაგან გასულიყო რუს., 57,13;

სოფლის თმობისგან დახსნა - თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა 899,4;

საწუთროს დათმობა - ამიერით მიიცვალნეს, მათ საწუთო დასთმეს კრული მთ., 1562,3.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9