სა სე სი სო სრ სუ სხ სჯ
სულ სურ

სულთა გაყრა

მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე 497,1;

ზენაარ, სულთა ნუ გამყრი 391,2;

ეს აფრასიობს უმძიმდა, სთქვა, სულთა გაეყრებოდა შნმ 4724,1;

დღესა ერთსა სევდა რამ შემომაწვა მშობელთა მოშორებისათვის და ცოტაღა დამაკლდა სულთა გაყრასა რუს., 575,10;

მოეხვივნეს ერთმანერთსა, დაბნდეს, სულსა გაეყარნეს მთ., 1276,1;

მოაბადს ჩემის ხელითა ღვთით სული გაეყრებიან არჩ. I, 164,231,4;

სულის ამოხდა – თქვენ ერთმანერთი არ მოგხედეს, მე სულნი ამომხადენით 919,4;

თუ თქვენ მოინდომებთ და მოგეხმარებათ რასმე, სულსაც ამოიხდის და მოგართმევსო რუს., 350,4;

სულთა ამოვჴდი გუამთაგან, მიწასთან გაესწოროსა ფეშ., 355,4;

გვეგონა სულსა ამოგვხდის, შეგვიქნის, აბჯართ ხევასა თან., 1801,2;

სულს ნუ ამომხდი უდღეოდ, სასა მაქვს ამომხმარეო არჩ. I, 188,443,3;

ამ საქმეზედ ჩემი ტკბილი სულის ამოხდას ველი, რომ მწარეს სიკვდილს მივეცეო საბა., II₁, 162,1;

სულის ამოხდომა - მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან 867,3;

სულნი სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, თუ ცრემლსა ვღერიდე 901,4;

უთქუენოდ დამაგდებ, მე სული ამომჴდებისა შნმ 1205,3;

გაღიმდი, თვალთა ჭირიმე, სული ამამჴდა და ჰალალი ზილ., 22,4;

იოსების საქმე ესმა, ლამის სული ამოჰხდების I, 89,234,3;

ალმასს რა ესმა, დაცაბნდა, თქვი: „სული ამოჰჴდებოდა" მთ., 640,4;

სულს როგორც მე მცლი გვამთაგან, ეგრემც შენ ამოგხდებისა ჩ., 594,4;

მისწურვოდა სულთ ამოჴდა მთ., 1207,4;

გვითხარ ღარიბო, რად სულნი ამოგხდებიან ბ. გულ., 752,4;

სულთა აღმოკრთომა - სულნი ღათუ აღმოჰკრთებოდიან და კნინ ღათუ გონებაჲ იყოს მის თანა, ნუვე წარჰკუეთნ სასოებასა სინ., 227,17;

სულთა აღმოსლვასულთა აღმოსლვად მიიწეოდის სინ., 227, 16;

სულთ აღმოსვლის დროს შემოგტირ ჩ., 575,1;

მომეახლა უცილოდ სულთა აღმოსვლის დღენია თ. II, 103,8,4;

სულის ამოსლვა - მოაბადის ნებისა გასრულებასა სულისა ჩემისა ამოსლვა მირჩევნია ვისრ., 70,3;

საამისა ლახტისაგან ვლამით სულის ამოსვლასა შნმ 1051,2;

იმ ტალახის ზელითა სულის ამოსვლაზე მივიყარე რუს., 507,11;

შენგან ტკბილი ნაბოძვარი სულიმც ამ წამ ამოვიდა ზილიხ., 24,3;

გებრალებოდე ყოველთა აწ სულთა ამოსლვისათვი ჩ., 632,1;

როს ანგელოსნი უწყალოდ გქენჯნიდენ, აწ ამო სულო I, 138,3,3;

მაშინც არ მგამა, იმისთვის მოეკვდემც სულთ ამოსლვითაო არჩ. I, 209,622,4;

ოღონდ სული არ ამომსვლია, თვარემ სხვა ასო მთელი აღარ მაქვსო თ., II, 161,22;

მე გაყრისა გონებისაგან სულის ამოსვლად მიწურვილ ვარ საბა, II₁, 211,13;

სულის აღმოტევება - მიიდრიკა თავი და აღმოუტევა სული ევსტ., 41,15;

ხოლო ვითარ აღმო-ოდეს-ეტევებდა სულსა, ჴელნი მისნი აღიპყრნა ზეცად სინ., 240,15;

სულის ამორთმევა – გაჰკუეთა და ჩამოაგდო, ფიცხლავ სული ამოართო შნმ 533,4;

კინაღამ სულიც არ ამომართვა რუს., 448,27;

უწყალოდ შორს დაჭერითა მე ამომართვი სულია თ., I, 9,55,2;

ზოგთ გაქცეულთა მივსდევდი, ზოგთ ამოვართვი სულება თბ., 320,2;

ძეო, შენს უწინ გენუკვი ჩემს სულის ამორთმევასა გურ., 42,113,1;

სულის ამოძრობა – თავის ნებით წასაწყმენდლად ამოიძროს პირში სული გურ., 59,213,2;

სულის ამოღება – ნუთუ ჩემი შიში დაგუიწყებია, რომელ თავისაგან სული ამოვიღო ვისრ., 116,29;

სულის ამოხმა–და თუ ჩემი სულთა ამოხმა გწადიან, მაშინ ასრე ადვილად ეგების, ვითა გწადდეს ვისრ., 92,28;

ჩვენ ფიცხლავ სულს ამოუხვამთ, გულზედა ჩამოეჰკიდეთა შნმ 5223,2;

სულის გაცლა – რა დაეცა მიწაზედან, სულნი ფიცხლად გაეცალნეს შნმ 1533,1;

მართ მისწუროდათ მათ სული, გასცლოდა, გაცაქცეოდა ვახტ., 13,23,4;

ბულბულს სული გაეცალა ბესიკი 58,3,3,;

სულთა აღმოფრქვენა - ყურად იხვენით, რაცა ვთქვა, მე სულთა აღმოფრქვენამდი ჩ., 523,4;

სულის ამოგლეჯა – ოდეს სული ამომგლიჯონ, შენკე მისწი მანგანითო გურ., 73,334,4;

სულის განშორვებაგანეშოროს რაჲ სული, ყოვლად უდრეკად და უქმად ჰგიეს სხეულ ბ. კაც., 6,5;

აწ მათაცა დასტკებნიან და სულსა განაშორვებენო საბა, II₁, 390,17;

სულთაგან დაცლა - სცა შუბლსა და თავი სულ დაამსხვრია და სულთაგან დაცალა რუს., 463,30;

სულის განტევება – და ვითარცა ესე თქუა წმიდამან მარკოზ, განუტევა სული მარკ. მახ. 196,35;

მრავალთა ხრდალთა კაცთა სული განუტევეს რუს., 378,8;

სულის გაქცევასულნი გაიქცეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან 1327,3;

სიცოცხლისგან უიმედო გახდა, სული რა გაექცა არჩ. I, 175,326,3;

სულნი გაექცნეს, გვამს ეტყვის: მე წაველ, იდევ ქვე მანდა თ. I, 34,78,4;

ესეთი ურვა მომეცა, სული გამექცა, წავიდა საბა, II₂, 167,26;

მართ მისწუროდათ მათ სული, გასცლოდა, გაცაქცეოდა ვახტ., 13,23,4;

სულის გაცვივნა - მობრუნდა და თურქნი ნახა, გასცვივნია ორთავ სულნი შნმ 4633,2;

ხუთთა დევთა მუნვე სული გასცვინდენ რუს., 125,21;

სულთა ხდა – თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნეე მისცა სულთა ხდასა 1102,3;

ხმა უხელობ სირინოზობ სულნი მხადენ შენ ნაზობით დ. თუმ., 87,8;

სულის ხდომა – ზოგსა მხარ-თეძო დალეწა და ზოგსა სული ხდებოდა 982,3;

ზოგი საბრალოდ კვნესოდა და ზოგსა სული ჴდებოდა შნმ 455,3;

არა, არ ვიცი, რა უმძიმს, უბნობს, რომ „მჴდების სულია" ზილ., 25,4;

ტარიელ მოკლა, ანაზდად შეიქნა სულთა ხდომითა ჩ., 585,4;

არად ჯავრით სულთ მჴდებიან, არა მაქვს რა სალხინარი გურ., 261,3,1;

ნუთუ ეღირსოთ ხილვა, ვისთვის სულნი ხდებიან ბესიკი, 178,1,4;

სულის მიწურვა – მართ მისწუროდათ მათ სული, გასცლოდა, გაცაქცეოდა ვახტ., 13,23,4;

სულის დალევა – ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო 910,4;

რად მოგრევია ასრე ეშმა, რომელ თავსა სულისა დალევისათუის ესრე ებრძუი ვისრ., 106,36;

გული და ღუიძლი გაუპოს, სული იმათი დალიოს შნმ 1619,4;

ვისაც შორით მისი სახელი გაეგონა, შიშით მუნვე სული დაელია რუს., 184,34,

სანამდი სულსა დალევდეს, იჯდების მისდენს ხანასა ზილ., 529,4;

აგრევ, თუ სულსა არ დალევს, ზეცად არ აღიწევისა საბა, II₁, 130,5;

თითქმის ეშყის ფეთებითა დამელიოს მე სულია თ., II, 115,11,3;

ხუცესმან უხდა დამარხოს, თუ კაცმან სული დალია გურ., 33,47,3;

სულთა ლევა – ჩემის გურზით ჩამოყრილთა მათ დაუწყონ სულთა ლევა შნმ 2022,4.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9