ფა ფე ფი ფლ
ფერ

ფერთა მი და მო კრთოლა

არ გიშლი, ბოზო დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა 1088,3;

ფერის კლება - მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს 821,3;

ფერის კრთომაფერი ჰკრთა და გასაშიშრდა 747,2;

რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი 810,4;

ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა 1530,2;

ფერი ჰკრთებოდა და გული ერთსა ალაგსა ვეღარ ეჭირა ვისრ., 95,23;

ჴელის მოტეხა შეიტყო, პილოტანს ეკრთო ფერია შნმ 3901,3;

რა გჭირს? რად ფერი გკრთომია ომ., 313,1;

ხან გაყირმიზდის ზაფრანა, ხან ვარდსა ფერი ჰკრთებოდა არჩ. I, 161,205,4;

დაუმძიმდა, ფერი ეკრთო, თითქმის მჭერეტი შეგვაშინა თან., 2221, 2;

თქვენსა ბედნიერსა პირსა ფერის კრთომის ნიში ატყვია საბა, II₂, 224,27;

ფერის კრთობა - თქმულა: ფერს აკრთობს მთიებთა შეყრა მზისა და მთვარისა მთ., 1491,4;

ფერის გაკრთობა - პირს ფერს გაუკრთობს, დააჭკნობს ვარდსა, ბროლსა და მინებსა არჩ. I, 138,22,2;

ფერის განკრთომა – ხან ფერი განჰკრთის, ხან ოფლი სდის, მალ-მალ მოიწურევდა არჩ. I, 210,631,3;

ფერის მოკლება – ვით მწვანილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების 708,3;

პირის ფერის მოკლება - პირსა ფერი მოაკლდების, ვინც ჴრდალია, – თვალთა ჩენა შნმ 2408,3;

ფერის შეცვალება - ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების 246,1;

ფერის შეცვლა - დგა ხე იგი ოც და ჩჳდმეტსა დღესა, და არა შეეცვ[ა]ლა ფერი ფურცელსა მისსა მოქც., 1489,21;

ფერი შესცვლოდა დაღალვით, მასუკან ისიც შველსა-და თ. II, 133,22,4;

ფერის ცვალება - იცვალა ფერი პირისა მისისაჲ მარტვ. სერგ., 83,28;

მაშინ იწყო განზრახვად და გულის სიტყუად, და განჰკრთა გონებაჲ მისი და იცვალა ფერი მისი ბალ., 23,28;

ომაინს ფერი ეცვალა ზაფრანის მსგავსი ლალისა ომ., 152,1;

ფერი ეცუალა ჯავრითა, აგრევე მეტმა წყენამან ფეშ., 910,3;

რა მამამან იგი ნიშანი ნახა, ფერი ეცვალა საბა, II₂, 257,5;

ფერის ქცევაექცა ფერი პირისა მისისა[ჲ] მოქც., 93,11;

მოეწონა ფერი ექცა, დაემსგავსა სახედ მკვდარსა შნმ 3122,3;

მათის სიმრავლით ნუ შეშინდებით, ნურც ხდლურად ფერი გექცევათო რუს., 291,10;

რა ეს მანგიმ გაიგონა, სანაწყენოდ ექცა ფერი ზილ., 33,1;

შეშინდა და ფერი ექცა ვახტ., 101,95,2;

მას ფერი ექცა, კენაღარ ზორცს სული გაეყარაო ბაქ., 100,2;

გაჴდა ვითა ნაკვერცხალი, მეტის წყენით ექცა ფერი გურ., 68,296,1;

ფერის წასლვა – ლალსა ფერი წაუვიდის, ბროლსა გული უჭკნებოდა შნმ 1090,4.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9