| | |
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული 4,3;
გიშრისა ტბათა წამწამნი შვენიან გამოხატულსა შნმ 1320,4;
გიშრისა ტბითა წყარო სდის, ვარდსა ასოვლებს ნამითა ზილ., 41,1;
რა წამოვიდის, გიშრისა ტბა ცრემლით აევსებოდა ომ., 273,4;
გიშრის ტბათა მონასეტყვსა ბროლზედ ფიფქი გაეწყალა ბ.გულ., 785,3;
გიშრის ტბანი განზიდულან სადარად ბესიკი, 168,21;
მელნის მორევი – ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად, შიგანნ მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად 1241,2;
ტანი მიუგავს საროსა, ....თვალნი მელნისა მორევსა შნმ 1250,4;
ტბამან მღელვარემან და მორევმან მელნისამან ციმციმი დააცხრო რუს., 601,27;
ჯერეთ აღავსო ნარგისი ვარდისა წყლითა გუბითას, მელნის მორევთა სისავსე, რაზმი – გარ გიშრის შუბითა ბ.-გულ., 797,2;
მელნის ტბა – მელნისა ტბათა მიჯარვთ ჰბურას გიშრისა ჭერითა 997,4,
მელნისა ტბათათ - იღლვრების სავსე სათისა რუბები 1134,2;
ღაწვთა არესა შუქნი მთვარესა, მელნისა ტბანი დგანან მორევად თ., 5050;
მელნის ტბათა ნაგუბარი თვალთა ცრემლი იღვრებოდა შნმ 1090,3,
მელნისა ტბითა აევსო ქალს ცრემლთა საგუბარები ომ, 390,4;
მელნის ტბათა ჩაყრდნობილი გიშრისა ჩნდის შიგან შუბი ომ., 267,2,
მელნის ტბათა დუღილისგან გიშრის ჯარი გაეყარა ზილ., 472,2;
ღელვა შექნა მელნის ტბამან, ჰინდოთ ჯარი დაუჯარდა მთ., 1337,3;
მელნის ტბა მათთვის საჩრდილოდ წამწამსა გრეხდეს, მახევდეს თ. Ι, 26, 18,4;
წარბი გიშრისა ქამანდსა, მელნის ტბით სრულობს თუალია ფეშ. 225,2;
აღელდი, მელნისა ტბაო, გიშრის ტყის ძირა ესხენითა ჩ. 542,4;
მელნისა ტბათა შემოსცავს ინდოთა რაზმთა ჯარებით თან 2098,2;
მელნის ტბასა გარეშემო გიშრის სარებს გაეხარა არჩ. I, 131,42,3;
გიშრისა მშვილდმა, მელნის ტბამ, გლახ, გული წყლული მიწამა ვახტ., 11,81,1;
მელნის ტბამ ზამბახს მოდენით უწყო გიშრისა ღარია ბ. გულ, 778,4
თვალნი შავს მელნის ტბას უგვანდა თ. II, 192,3;
მელნის ტბა იშრობს არ შეიშრობს თვალთა ნამსადა ბესიკი, 49,44,4,
მელნისა ტბანი ღელვიდეს, გიშრის ისარსა ჰხმარობდეს დ. თუმ., 56.9;
მელნის ჯეონი – აღელდის მელნის ჯეონი, ჰინდოთა რაზმი ცურევდის მთ. 649,2;
მელნის ტბის თვალი – მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა 387,4;
ტკბილად მომხედე მელნის ტბის თვალითა და შენგან დაზრული ნორჩი ალვისა შენვე გააცოცხლე გაზაფხულისა მზისა შუქთა მოფენითა რუს, 552,14
მელნის ტბის მორევი - მელნის ტბისა მორევსა მზე შვენებით მორევსა დ. თუმ., 41,5.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |