ცა ცე ცვ ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცნო

ცნობად მოსლვა

ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია 329,1;

ცნობად მოვიდა მაჯნუნი, სხივნი უშლიან მზერასა თ., I, 35,80,1;

ცნობად მოქცევა - ეცდებოდა ღონეს რასმე, მაგრამ ცნობად ვერ მოექცა არჩ. I, 175,326,4;

გონებას მოსვლა – მე მაშინღა გონებას მოველ და მისი ეგრე მოსვლა და ქნა გავსინჯე საბა, II₁, 159,10;,

მერმე რა მოველ გონებას, მასვე დაუწყე ვედრება გურ., 91,453,1;

გონებას მოგებამოეგო გონებასა თჳსსა ტირიჭ., 190,12;

ამა ამბვისა შემდგომად ლომი... გონებას მოეგო საბა, II₁, 241,12;

ჭკუად მოსვლა - გამოვიდა ხანი და მოვიდა ჭკუად ხელმწიფის შვილი რუს., 31,18;

ჭკუას მოსვლა – როდესაც ჭკუას მოვიდა ხელმწიფე... მეც მამაშვილურად ტკბილად და საყვარლად მიალერსა რუს., 559, 9;

ჭკუას მოგება - რა მისი ხმა გავიგონე, ჭკუას მოვეგე რუს., 216,8;

ცნობას მოსლვა - შმაგი ხარ, მოდი ცნობასა 231,2;

ისმინეთ, მოდით ცნობასა 1180,1;

შავს ცხენს ყელსა მოეხვივნეს, რა ცნობასა მოვიდოდეს შნმ 5645,1;

ხანამდი ხმა ვეღარ გავეც და ვერც ცნობას მოველ რუს., 448,24;

ნინველობისაგან ცნობასა და ჭკუასა მოვიდა საბა, II₁, 95,26;

ცნებას მოსვლა - მომეცა ჭკუა-გონება ჩემსავე მოვე ცნებასა მთ., 1537,3;

ცნობას მოგება – და ვითარ მოეგო ცნობასა თჳსსა, იწყო გულის სიტყუად და განზრახვად ბალ., 111,24

ცნობის მოსლვა – მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი 346,2;

რა ცოტად ცნობა მოუვიდა, მისებურად ენასა მეცნიერობა აჴმარა ვისრ., 236,37;

ოდეს ცნობა მოუვიდა, მუნვე მიდგა წყლისა პირსა მთ., 196,2.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9