ცა ცე ცვ ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცრე ცრუ

ცრემლის დენა

მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა 825,4;

ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისაცა დენით 202,4;

სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა 294,4;

არ-ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა 486,4;

მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით 411,3;

თუ რაგვარ მყოფი მინახას, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა 746,3;

დიდება შენდა, არ მომკალ ამათთეის ცრემლთა დენითა 906,4;

ჰე ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა 1093,1;

ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად 691.,4;

საბრალოდ ცრემლსა ადენდა 575,4;

გდის ცრემლი, არ გაგხმობია 954,1;

აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან 189,4;

ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად 179,1;

პირი დასდვა და აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი 710,4;

მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად 823,2;

მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული 859,3;

სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე 1562,2;

მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი 215,4;

ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია 907,1;

იგი კლდენია, სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია 1318,2;

მაგრა არ იცი აქამდის, რანიცა ცრემლნი მდენიან 149,3;

დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია 840,3;

მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია 1269,2;

მეფე კოცნასა ლამოდა, აღარა ცრემლნი სდენიან 1517,1;

მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა 121,2;

კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კკლლაი თვალთა ცრემლი სდენოდეს 1200,3;

სდიოდეს ცრ[ე]მლნი მწარ[ე]ნი თუალთაგან მათთა მოქც., 137,9;

წითელთა ღაწუთა მარგალიტისებრთა ცრემლთა ღუარულებრ ადენდა ვისრ., 52,29;

ღელე გლოვისა ექმნას გლოვისა, ჟამნი მოუჴდეს ცრემლთა დენისა აბდ., 104,4;

თვალთაგან ცრემლი სდიოდა შნმ 1276,2;

მათ ორთავე შეჭირვებით გაამრავლეს ცრემლთა დენა ომ., 158,2;

მომძულვებია სიცოცხლე, ამად მაქვს ცრემლთა დენაო ზილ., 66,2;

აწ ზილიხანს ლხინის ჟამსა გლახ მიხვდება ცრემლთა დენათ I, 87, 220,4;

გულსა ლახვარი მარიდოს, თვალთ ცუდი ცრემლთა დენა და არჩ., II, 11,2;

რაღას მარგებს ცრემლთა დენა, ანუ საქმე გარდასული თბ., 270,3;

ამად ვსთქვი ჯვარზედ ვევნებული, ცრემლნი იდინოთ ღვარადო გურ., 21,1,4;

მარად მავს ცრემლთა დენანი, ურვისა აღმოჩენანი დ. თუმ., 36,8.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9