ჭი ჭმ
ჭირ

ჭირის გარდახდა

ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა 629,4;

მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა 1519,4;

ჭირნი, მისგან უნახავნი, დია, ვისმე გარდუხდიან 739,4:

გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი 135,3;

მე რაცა აქამდინ ჭირი და მიჯნურობა გარდამიჴმდია, მეყოფის ვისრ., 212,15;

აწ ლხინითა გაისვენებს, რაცა ჭირნი გარდუჴდიან შნმ 5168,4;

ჭირნი სხვისთვის გარდგიხდია ომ., 294,4;

რა რომ ჭირნი გარდგვეჴადნეს, ლხინით ყველა დაგვანანე მთ., 1569,4;

ჭირის გარდახდომა - მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა 1436,2;

მზეო, ვით ითქმის, რა ჭირნი გარდაგჴდომია მთ., 1272,1;

ჭირის გამოვლა – არ უნდა ენდოს მას, რომე დაუნაშაებლად მის კარზედ გარჯა და წყენა ენახოს და მრავალგზის ჭირი და მწუხარება გამოევლოს საბა, II₁, 142,4.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9