გა გვ გზ გი გნ გო გრ გუ
გონ

გონების წაღება

მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული 3333;

მოედვა მიჯნურობისა ცეცხლი გულსა, დაუწუა ტუინ და გონება წაუღო ვისრ., 61.27;

წამიღო გული, გონება მზემან შუქ-მონაფენითა მთ., 283,3;

ცნობის წაღება - ცნობა წაუღო მას ყმასა მზემან, ვით სულთა მპარავმან მთ., 369,3;

გონების მიღება - გული მიმეღო, გონება, საყვარელს ვითღა ვსდევნიდე საბა, I₁, 294,15;

ცნობის მიღება – დალილას და ვითა ბილყიზს, ცნობა სრულად მიეღო რა თ. I, 86,212,3;

ესეთსა კაცს უსაცილოდ რჩევისა გზა არა შესცთების, არცა ცნობა მიეღების საბა, II₁, 174,31;

ცნობა მიმიღო და გული, ხედვით შემზღუდა ანამან ბესიკი, 39,3,1;

გონების მიხდა – მოშორვება საყვარლისა, კაცა გონებას მიხდისა დ. თუმ., 103,7;

ცნობის მიხდომა – თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივხდები ცნობასა 1075,4;

თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიხდოდა ცნობასა 860,1;

უჭვრეტდის, თვალი ვერ მოხსნის, თუ მოხსნის, მიხდის ცნობასა 822,4;

რა წასლვა ვისისი დაისკუნა, შეჭირვებითა ცნობათა მიჴვდა ვისრ., 110,138;

ცნობა მიჰხდა, შორ გაექცა არჩ. 1, 208,6163;

ცნობას მიხდა და ერთს ჟამს დაბნედილი ეგდო საბა, II₁, 294.32;

ცნობის მიხდა – სულისგან ცნობა და გულის თმობა სრულიად მიმხდია არჩ. I, 189,452,2;

მიმხადა ცნობა, არა მაცნობა, არ თუ არმცველად ბესიკი, 51,4,5;

მან მომიახლა, განვკვირდი, სრულად მიმხადა ცნობანი დ. თუმ. 70,1;

გონების მოღება - აწ ჩემმან ბედმან და ეშმამან მაქმნევინა და მომიღო გონება შენი შესაგუარი ვისრ, 272,28;

გონების წახმა: მნახთა წაუხმის გონება გული მისი არს და სული მთ., 1458,3;

ცნობის წახმა - გარჯა, ჯავრი და ნაღველი ცნობას წაუხვამს ავადა არჩ., II, 9852;

ცნობის წაგვრა - დაიჯერე, შენის გოგმანის ნდომამ გული და ცნობა წამგვარა საბა, II₂, 194,21;

ცნობის მიტაცება – ეცადე ინდოს ლაშქარმა გულს არ მისტაცოს ცნობანი საბა, II₁, 418, 22

ცანო ცნობა ნუ მიმტაცე, ჩემი ჭმუნვა რა ხელია დ. თუმ., 102,7;

გონების წასლვა - ვითა ხელსა, ცნობა და გონება წაუვიდა ვისრ., 276,32;

ცნობის წასლვა - მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა 1130,2;

რა მოყურისა სიყუარული მოვა ცნობა წავა ვისრ., 75,6;

ცნობა წავა ბულბულთაგან იადონთა ყივილით. შნმ 2117,4,

რა მანუჩარს ესე ესმა თვალთაგან ნათელი დღე დაუბნელდა და ცნობანი წაუვიდეს რუს., 11,39;

მაგრამ ყმას სხვაგან წასვლოდა ჭკუა ცნობა და გონია ომ., 305,3;

ჭკუა და ცნობა წასვლია – მას დაუკარგავს სადა ღა? თ. I, 18, 28;

ცნობა წამსვლია, სულს გვამი იავარ ჰქმნა ქონებით არჩ. I, 191; 466,4;

გონის წასვლა - მაგრამ ყმას სხვაგან წასვლოდა ჰკუ, ცნობა ღა გონია ომ., 305,3;

ჭკუის წაღებაჭკუას წაუღებს მნახველსა მზე მნათი, კაცსა ჭკვიანსა მთ., 865,3;

გონების დაკარგვა - დავკარგე ჭკუა, გონება, ენა მით დამეყბედისა თ. 1, 71. 902;

გული და გონება დაეკარგა საბა, II₂, 59,7;

გული და გონება დაეკარგა, საბა, II, 597;

ცნობის დაკარგვა – მეტის შიშითა ხელმწიფისა შვილსა ასე ცნობა დაეკარგა, რომ ვეღარა შეიტყო რა რუს., 31,14;

ცნობის კარგვაცნობას ჰკარგაედა მასვე წამს, გულს ეყრებოდა დ. თუმ., 61,3

გონების წართმევა – გული, გონება წამართვა, აღარც სულს ვატყობ დგომასა ზილ., 273,4;

ცნობის წართმევა -მით დაჰბნეოდა, წართმოდა თავისი ჭკვა და ცნობანი გურ., 53,186,2;

ცნობის მორევა– ესრე გაწყრა, რომელ მოკლვასა ჰლამოდა და კულა სიყუარულმან და ცნობამან მორია ვისრ., 109,4;

ცნობას გარდასლვა – აწ მისითა სიყვარულით ბრძენი ცნობას გარდვიდაო ომ., 282,3;

ჭკუის დაკარგვადავკარგე ჭკუა, გონება თ. I, 7), 90,2;

ჭკუის წასვლა - თვალნი გაურეტდეს და ჭკუანი წაუვიდათ რუს., 129,22;

ჭკუის დაფანტვა – გავშტერდი და თავისაგან ჭკუა დამეფანტა რუს., 242,2.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9