| | |
ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა 161,1;
რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა 1081,3;
გითხრობ რასმე ჩემსა ხვაშიადსა და ნუ დასჭმუხდები რუს., 9,1;
ხვაშიადის მბობა - კიდეც რომ შემეტყო, მე შენს ხვაშიადს სხვას კაცს როგორ ვუამბობდიო თ., II, 161,26;
ხვაშიადის თქმა - აქა საცხადო იქნა, უცხოსა კაცთან ხვაშიადის თქმას სარგებელი არა აქვს საბა, II₁, 454,14;
ხვაშიადის თქმევინება - ჩემი ხვაშიადი რაიცა შენ იცი, თუცა გათქმევინეს, მერმე ჩემი ჭირი ერთიორად პირთა წამომიდგება საბა, II₁, 287,6;
ხუაშიადის გამოცხადება – გამოუცხადა ენამან საპატიმროსაგან ხუაშიადი პატრონისა უხებლიევ ვისრ., 56,7;
აწ ვიაჯი, რათა... მიბრძანო და ხვაშიადი გამომიცხადო თ. II, 141,21;
კაცთათვის ხვაშიადის გამოცხადების დაშლა უბრძანებიათ საბა, II₁, 253,5;
ხვაშიადის გაცხადება – გაუცხადა ხვაშიადი, ბრძანა: „გავძეხ სიცოცხლითა", შნმ 5019,4;
აწ ბუკითა შენს წინაშე განვაცხადებ ხვაშიადსა არჩ., I, 206,596,1:
გაგიცხადებთ ხვაშიადსა, ჭირთა ჭირზე მოსავსებად თბ., 5,3;
ერთმან კაცმან რა ხვაშიადი გამანდოს, იგი რა გავაცხადო, დიდი ცოდვაა საბა, II₁, 305,12;
ხუაშიადის გამჟღავნება - შენთა საქმეთაგან გამჟღავნებულა ჩემი ხუაშიადი ვისრ., 179,37;
ღამისაგან დამალული ხვაშიადი გაამჟღავნეს შნმ 2091,2;
ვინ გაამჟღავნა ჩემი ხვაშიადი და ჩემს ქმარს ჩემი თავი ასრე უწყალოდ ვინ მოაკვლევინაო თ., II, 161,17;
ხვაშიადი გაგიმეღავნდა, ფუო,–პირსა შეაფურთხა ბესიკი, 154,37,2;
ხოშიადის გამომჟღავნება - ყველამან ჭანგი გაიმახვენით და ხოშიადი გამოვამჟღავნოთ შნმ II, 435,16;
ხვაშიადის გამოჩენა - არამც მას კაცსა ჩემი შიში რამე აქვნდეს, და თქვენ მაგა ხვაშიადისა გამოჩენისა მიზეზად შეგქნათ საბა, II₁, 253,17;
ხვაშიადის გამხელა - ხელმწიფემა ხვაშიადი გაანდო, და მან გაამხილა საბა, II₁, 254,6;
ხვაშიადის განდობა - ვერც ვნახე კაცი აგეთი, რომე... ჩემი ხვაშიადი მისთვის გამენდო რუს., 22,21;
ერთმან კაცმან რა ხვაშიალი გამანდოს, იგი რა გავაცხადო, დიდი ცოდვაა საბა, II₁, 305,12;
ხვაშიადის გამონდობა - ხვაშიადსა გამოგანდობ,- შენგან არსად გამგღავსდების შნმ 5110,2;
გულისპასუხის განდობა - თუცა თვისი გულის პასუხი სხვას ვისმე გაანდო, მან რომე კიდეც გაამხილოს, აუგად არ დაიდება საბა, II₁, 257,3;
გულის სიტყვის განდობა - მეშინის, გულის სიტყვანი მინდა გაგანდო ყოელი საბა, II₁, 320,2.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |