გა გვ გზ გი გნ გო გრ გუ
გულ

გულის გაკრთომა

წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა ,1418,2;

განსწორებითა მდიდართა და გლახაკთაჲთა განაკრთვნეს გულნი კაცთანი ბალ., 73,225

განჰკრთა გული მათი და შეეშფოთნეს ურთიერთას დაბ., 42,28;

ნამეტნავს სიხარულსაც ვერ გაუძლებს კაცი, არამთუ წყენას, რომ არ გაკრთეს გულიო რუს., 200,30;

გულის კრთომა – ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე- და გამო- გულმან კრთომა, 1530,2;

გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალვოდა 372,3;

გავაგებ მე საქმესა, გული თქვენი რადგან კრთების შნმ 3024;

ძნელია პოვნა, გული კრთა, დავვარდი, დავეღონეთა ჩ., 339,3;

გულის თრთოლა – თუალთა ცრემლი ადგებოდა, გული უთრთოდა საუბრისა ძალი არ ჰქონდა ვისრ., 231,312;

გმირმან როსტომ ესე ნახა, შიშით გული მას უთრთოდა შნმ 3889,2;

გულმა თრთოლა დამიწყო რუს, 508,12

გულის ძგერა - ერგების... ვის გულის ძგერა სჭირდეს უსწ. კარაბ., 112,17;

ულხუზს ზარი დაეცა, გულმა ძგერა დაუწყო რუს., 285,8;

ქალს დაუწყო გულმან ძგერა მთ., 966,3;

ყველამ თავი ჩამოაგდო, მათ დაუწყო გულმან ძგერა თ. I, 47,171,3;

მერმე სადევეს გამოჰკრას, რას ჰქვიან გულის ძგერაო არჩ., II, 340,2;

რაც მაშინ მოჰხდა, ამბითა, გული შეიქსო ძგერასა თბ., 178,4;

შეამკო ბაღი წალკოთი . . . ვარდთა კოკობთა ღიმილმა, ზამბახის გულის ძგერამა ბ.-გულ., 493,3;

კელავ ჩაფარ-ელჩთა უწოდეს სასწრაფოთ გულის ძგერითა გურ., 54,197,3;

გული უძგერის მოსვენებით ტურფა ნათელსა დ. თუმ., 666;

გულის ლალვა – გული მი და მო მიარდა კრთებოდა და მელალვოდა 371,3,

გულის მი და მო კრთომა - ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა 505,4;

მომსურდა ქების აღწერა, გული მიდამო ჰკრთებოდა დ. თუმ., 56,3;

გულის შე და გამო კრთომა – ფერი ჰკრთა და გაუფიცხდა შე- და გამო- გულმან კრთომა 1530,2;

გულის მი და მო რება - გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალვოდა 373,3.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9