გა გვ გზ გი გნ გო გრ გუ
გულ

გულის დაჭმუნება

წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს 731,1;

რა ეს სიტყვა გაიგონა, ზარდის გული დაუჭმუნდა არჩ. Ι, 158, 182,1;

გულის დაღონება - უმამაცოს კაცის გული მუნ ომს მეტად დაღონდებოდა ომ., 29,5;

გულის შეღონება - ჩვენ ამისსა მოიმედეს არც სრულ გული შეგვიღონდა არჩ. II, 572,3;

გულის ღონებაგული მიღონდება, სულ ის მაგონდება, რაც ნახე სიზმრად გურ., 218,2623;

გულს ჭმუნვის ქონება – თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი 810,1;

გულის წყენა - წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს 731,1;

მას წყენა მიჰხვდა გულისა, ცრემლით აევსო თვალია მთ., 1435,2;

გულის მურად წვა - მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად 152,3;

გულის მურვა ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმა გულსა მურა 319,2;

მის მზისა ცეცხლი უშრეტლად გულს უდაღევდა, ჰმურევდის მთ., 649,3;

გულის შეურვება - ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ 846,4;

ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს 1472,2;

მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს 755,2;

დიდითა მით ბრძოლითა შეაურვა ეშმაკმან გულსა მისსა საბა პალესტ, 172,30;

ნუ შეიშინებთ და ნურცა შეიურვებთ გულსა თქეენა რუს., 39,19;

მომაშორეებს კაეშანს, არა გულსა შემიურვებს ბ.გულ., 859,3

გულის ურვა – ნუ იურვინ გული შენი მთავრისა მისთჳს წარტყ., 50,28;

შუბლთა აჩნია ნიშანად მისის გულისა ურვანი საბა, II₁, 125,16;

გულს ურვის შექმნა - ლხინმა მიმრიდა, შემექმნა გულს ურვა, თვალთა წუხილი არჩ. II, 384,2;

გულის შეწუხება - და ოდეს ესე მოიჴსენო, შეწუხნეს გული შენი და გევლტოდის შენ ყოველი ამპარტავანებაჲ და ზუაობაჲ მ. სწ., 50,26;

ამ ამბისა მოსმენითა გული ერთობ შემიწუხეს მთ., 454,3;

ნუღარ იტყვი მაგ სიტყვას, ჯავრით გული შემიწუხდა არჩ., II, 482,4;

რაცა ბრძანე, მაგა საქმითა გული შემიწუხდა საბა, II₁, 251,33; გულის წუხილი - ფრიად წუხდა გული მისი ხანცთ., 252,2

ძმისა სიყვარულითა თვალთა ცრემლი სდიოდა, გული უწუხდებოდა და ამას შეიჭირვებდეს შნმ 375,8;

ლექსთა მთქმელისა გული ნიადაგ წუხია ომ., 15,1;

ვის ლხინი აქვს, მას უბნობენ, ანუ გული ვისცა უწუხს არჩ II, 78,2;

რომლითაცა მიზეზით გული მიწუსხს, ვერ გამირჩევია საბა, II₁, 89.3;

იესო მოვალს საფლავად, უწუხდა მისთვის გულები თ. II, 33,267,2;

გულის შეჭირვება - ნუმცა ოდეს შეიჭირვებს გული შენი რუს., 74,2;

ნურცა შენი გული შეჭირვებულა საბა, II₁ 237,24;

გულის შეჭმუნება - შენის ცოლის ავადობა გულსა შენსა დიდად შეაჭმუნებს საბას, II₂, 28,28;

გულის მოჭირვება - მეტის სიბრალულითა გულმა აღარ მოუჭირვა საბა, II₁, 222,2;

გულის მიჭირება - გულს მისჭირდა და დაწყლულდა უშენოთ დ. თუმ. 44,14;

გულს შემოყრა - ყველა ლხინობს და თამაშობს, გულს არვის შემოჰყრიაო თ.I, 104,44,3;

თქვენისა სიცრუისათვინ ბევრჯელ გულს შემომეყრება არჩ.I, 45,213,4;

ქურქუმს გულს შემოყროდა და სოსანსა სამგლოიარო შეემოსა საბა II₂, 259,19;

გულის ხალვა - შენ გიყვარდეს მას არ უნდე, სიმძულვარით გულს გხალვიდეს არჩ. I, 169,277,2;

გულის ღამება - მერმე ავდეგ სევდიან, მიღამებდა გულსა მური 584,2;

გულს რად მიღამებ, ცისკარო საბა, II₂, 207,17;

ვერა ვხედავთ ერთმანერთსა, გვიღამებდა მტვერი გულსა შნმ 1948,3;

გულის შეღამება – თურმე ნამეტნავმა ტირილმა გული შემიღამა რუს., 242,12;

აშიყობამ და სურვილმან მე გული შემიღამისა თ. I, 18,31,3;

ღაწვნი შემექმნა ზაფრანად, გული შეღამდა ამალით ბ.-გულ., 467,2;

გულის შავად შეღებვა - გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა 947,2;

გულის შემოსა შავით ზღვათა მეფისა შვილისებრ გულს ნუ შემიმოს შავითა ომ., 247,2;

გულს სევდად წოლა - მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე 352,4;

გულს სევდად შემოწოლაგულსა სევდა შემოაწვის, ამოკვნესით აოხრანი თ. I, 128,18,2;

გულს სევდის იეფება - შინა მივე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა 398,1;

გულს სევდის შემოქცევა – მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად 1115,4;

გულს სევდის შეყრაგულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად 509,4;

გულს სევდის შემოყრა - დღეს ჩვენგან ჴამს წინ ნადიმთა დადება, გულს არ შემოყრა სევდისა მთ., 1728,2;

ძე არ უვის, ასული ჰყავს, გულსა სევდა შემოჰყრია თ. I, 78,145,4;

გულს სევდის შემოვარდნა - ლხინად ვიჯე, სევდა რამე შემომვარდა გულსა მურად არჩ. I, 129,19.1;

გულს ჯავრის შემოყრა - არ მინდოდა, გამარისხეთ, შემომყარეთ გულსა ჯავრნი გურ., 64,268,1;

გულის შემოყრა - ვეჭობ, მკვდარსაც გააცოცხლებდა, არამთუ იქ ცოცხალს გულს შემოეყრებოდა რუს., 219,12;

ლხინად მჩანსო შენი ხლება, არ თუ გულსა შემომყარე მთ,, 1010,3;

გულს დარდის დება - უსხდა პირმთვარე მუტრიბი, არ ედვა გულსა დარდია შნმ 469,2;

გულის შეჭირვება--მათის გულის შეჭირვება სიხარულად შესცვალა მა შნმ 1460,3;

გულის ჯავრი - მისისა გულისა ჯავრსა პირიდაღმა მიწაზედან სისხლსა დაყრიდა შნმ. II, 395,25;

გულის შებნედა - თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული 194,3;

გულის დაბნედა - წიგნი მომცა ასმათისი: „გული შენი ნუ, დაბნდების“ ჩ., 159,1;

მაშინდელმან გზაზედ რჯამან გული ჩემი სულ დაბნიდნეს თან., 1106,2.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9