აბ ად აე ავ ალ ამ ან არ ას აღ აჯ
ალა ალვ ალთ ალი ალმ ალყ

ალის დება

მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა. 1234,1; თქვა „მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი.“ 316,4; იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი. 1559,3; მედება ალი, გულსა ბრჭყალი, არა მაქვს შვება. ბესიკი, 49, , 2; ჱეო ჱესწორე ნავთა თლილებსა, მართმევს ძალებსა, მიდებს ალებსა. დ.თუმ., 100,8;

ალის სახმილის დება - იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა. 322,4; სახმილის დება - მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა. 1145,2; ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან. 867,1; ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა. 1496,4; რასთვის შეიქნა უბადო, აწ რა სახმილი სდებიან. ბ.-გულ., 752,2; მუდამ სახმილი მედების, ალი მეხვევის დაგისა. თბ, 331,2;

ცეცხლის დება - მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება. 718,3; ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა. 1239,2; ორთავე ცეცხლი სდებოდა. 911,1; ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. 913,3; იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად. 623,3; მის ყმისა ცეცხლი მედების. 724,1; 990,1; მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა. 916,2; აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა. 1008,3; შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება 1083,2; ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვვს ცეცხლთა დება. 1440,2; შემიყრიხართ, აღარა გვწვას ცეცხლთა დება 1534,2; მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატეს ცეცხლთა დებასა. 1140,1; დარამს უბრძანა, უთუოდ ცეცხლმან დამიწყო დებაო. შნმ 1256,2; მის ანბავს ნუღარას მკითხავ, მისი ბრალი ცეცხლს მიდებს. რუს., 183,29; შორს ყოფნისა მგონებელსა უმისობა ცეცხლსა მიდებს . ომ., 179.3; აწყა ვახსენებ დღესა მას, ოდითგან ცეცხლნი მდებიან. ჩ., 149,4; წადი და იყავ მშვიდობით, გეყოფა ცეცხლთა დებაო. თ. 1, 12, 74,4; თუ ვინ თქვას შენი ჯაბნება, ნუ დამხსნი ცეცხლთა დებასა. არჩ. II, 104,4. მიმძიმს ჩემი დაბადება, ...სოფლისაგან ცეცხლთა დება თბ., 370,2;

გულს ალობის დება - მითხრა: „დღე ეგე სირცხვილად, მედების გულსა ალობა.“ 367:

გულს ალის დება - მჭვრეტელთა და გამგონელთა ედებოდა გულსა ალნი. მთ, 254,4; მწუხარებისა სახმილი მედების გულსა ალები. თ. I, 96, 290,2; მომშორდა სული, გამექცა, გულსა მედების ალები. საბა, II, 261,27.

გულს სახმილის დება – იქი ვერ მივალ, მრცხვენიან გულსა სახმილი დებულა 1497,2; ვეღარ გაუძელ... შეჭირვებისა ცეცხლთა და გულსა სახმილთა დებასა. თ. 1, 23,68,3; შვილო, არ იცი რაზომცა გულთა სახმილი მდებია. საბა, 11, 154, 21;

გულს ცეცხლის დება – ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად. 3622; მას გულსა ცეცხლი ედების. შნმ 4044,1; კაცს ვისცა გულსა საყვარლის ცეცხლი ედება სურვილთა, ის ენას ვეღარ დაიჭერს. არჩ. I, 168,268,1; დამაშვრალსა წყაროთათვის გულსა ცეცხლი ედებოდეს. ვახტ., 15,402; ღონის ძებნა რას უშველის? მე მედების ცეცხლი გულად. შნმ 4677,3.

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9