გა გვ გზ გი გნ გო გრ გუ
გულ

გულის ნების გასრულება

რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი, მაშინღა მივალ არაბეთს 1465,1;

ნუთუმცა მანვე მისითა მოწყალებითა ესეცა ქნნა, რომელ გულის-ნება გაგუისრულოს ვისრ., 285,17;

მათ გაუსრულდა წადინი, მათნი გულისა ნებანი ბ.გულ, 889,3;

გულის გასრულება - ერთსა რასმე გეაჯები, მე მით გული გამისრულე მთ. 183,3;

ნების გასრულება – მოაბადის ნებისა გასრულებასა სულისა ჩემისა ამოსლვა მირჩევნია ვისრ., 70,3;

რაცა შენი საუბარი იყოს, ყოველივე გაგითაოთ და ნება შენი ჩვენ გაგისრულოთ შნმ 369,26;

ემლაშება, მეჭველეობს, გაუსრულდა მისი ნება ვახტ, 32,65,2;

წადილის გასრულება - საწუთროსა და საუკუნოსა გასწირვენ ერთისა წადილისა გასრულებისათუის ვისრ., 84,4;

აწ გაუსრულდა წადილი ამბისა ლექსთა მკონოსა ვახტ, 167,806,1;

ჰე, მაღალმან გაგვისრულა წადილი და თქვენი ნება ბ. გულ., 916,3;

წადინის გასრულება - მათ გაუსრულდა წადინი, მათნი გულისა ნებანი ბ. გულ., 889,3;

საწადლის გასრულება - ერთმანერთსა ნახვიდია, საწადელნი გაუსრულდეს 1581,2;

არ მისი გულის წამღები ვისი გაეცადა და არ ადრითგანი მისი საწადელი გასრულებოდა ვისრ., 99,34;

გულის-თქუმის აღსრულება - ისიძვა და იმრუშა და აღისრულა გული-თქუმაჲ თჳსი მ. სწ., 27,21;

გულის ნდომის ასრულება – თუ გულსა ნდომა რამე შეგსვლია, ღვთისაგან მოიმედე ვარ, მისისავე ვედრებით მალე აგისრულო ომ., 23,13;

გულის ნების აღსრულება - არა წარვედ სოფლად და აღვისრულე ნებაჲ გულისა ჩემისაჲ ლიმ., 47,26;

გევედრებით, დედოფალო, ნებაჲ გულისა შენისაჲ ამან აღგისრულოს სინ., 240,32;

აღვისრულო აწ ოდენ ნებაჲ სულისა ჩემისაჲ და ესრეთ ლმობიერად შევინანო მ. სწ., 256,20;

არა ვპოვე ღონე, რათამცა ნებაჲ გულისა აღმესრულა მოქც., 161,23;

თუ მემორჩილო და უნებელი ჩემი არ იყო, მე მრავლი გულის-ნება აღვისრულო ვისრ., 53,6;

თქვენითა ბედნიერობითა კარგი ეტლი წარმოგვიძღვა და ჩვენის გულის ნება აღგვისრულდა რუს., 78,29;

გვითხარ, რაც გინდა და ფიცხლავ შენის გულის ნებას აღგისრულებთ ომ., 24,29;

მალე თვისის გულის ნებისად აღასრულა და შემოქცევის სადავეს ხელი მიჰყო საბა, II₁, 103,8;

გულის ნების ასრულება – რა გულისა ნებასა აისრულებს მისგა, მოირჭუამს, აღარად გაიკუირვებს, სხუა მოუნდების ვისრ., 84,9;

აგისრულდა გულის ნება, ჭკუა-შეცულილს რაცა უნა შნმ 218),4ე

გულის წადილის აღსრულება - კუროს უმზადებს კარგსა სადილს; და აღუსრულებს გულის წადილსა გურ., 235,380,2;

გულის საწადლის ასრულება - რამინს რა გულისა საწადელი აუსრულდა - ვითარი სწადდა, ეგეთი ყოფა პოვა, - დაიწყო სიმღერისა თქუმა ვისრ., 149,282;

გულის საწადელი რა აღუსრულდა ნუშრევანს... მკურნალის ხარისხნი მეფეთ სასამსახუროდ დიდებით აღამაღლა საბა, II₁, 32,14;

გულის საწადებლის აღსრულება - შენ აღგისრულდა ყოველი გულისა საწადებელი შნმ 1347,4;

გულის წადების აღსრულება - ჴამს, აღვისრულო ყოველი აწღა გულისა წადება მთ., 702,4;

ნების აღსრულება - გულსა შიდა მიც იჭჳ და აწ არა დავსცხრე, ვიდრე არა მაგისიცა ნებაჲ აღმისრულოს ღმერთმან სინ., 243.17;

დიდძალსა ქრთამსა მივსცემთ კაცთა საჴელმწიფოთა, რაჲთამცა საქმე ნებისა ჩუენისაჲ აღვისრულეთ ამით მ. სწ., 38,5;

ნუუკუე ძჳრიცა შეამთხჳოს მოყუასთა შენთა და ვერ აღასრულო ნებაჲ შენი ბალ., 80,24;

განგებითამც კურთხეულ ხარ, აღასრულე ჩუენი ნება შნმ 1479,3;

ანუ მოვიკლავ თავსა და ანუ შენს ნებას აღვასრულებო რუს., 7,34;

თუ დამმორჩილდე, მრავალი მეც აღგისრულო შენ ნება არჩ. I, 166,245,1;

მკვდარს ღელვა ნაპირს გააგდებს, სად აღგისრულდეს იქ ნება საბა, II₁, 176,35;

ვინცა სთხოვდის, მალე უყვის მისის ნების აღსრულება ვახტ. 151,675,2;

შენი მდიდარი საჭურჭლე... ქვრივთა, ობოლთა და საბრალოთა ზედან არ გაეც, რომე, თუ ამას ზრუნევდი, შენი ნება აღსრულებულიყო თ. II, 142,23;

აწ ნება შენი ჩემზედა აღსრულდეს აღსასრულითა გურ., 90,446,1;

ნდომის აღსრულება – ვინ რაც სთხოვა მიუბოძა, აღუსრულა მათი ნდომა მთ., 31,4;

კეთილად და წარმართებით ღმერთმან აღასრულოს ჩვეხი ნდომა საბა,II₁, 37,523;

გულის წადილის მიცემა: რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ხსოვნა არა ხამს ჭირისა 687,1;

გულის წადილის მოცემა – ღმერთმან შენ მოგცეს ყოველი გულის წადილი ომ., 186,1;

გულის წადილის მოხვდომა - მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა 695,1;

გულის ნების მიხვდომა - მან პირი ცასა მიაპყრა, მივხვდი გულისა ნებასა შნმ 4327,2;

ყმა მოერია მებრძოლსა, მიჰხვდა გულისა ნებასა მთ., 725,1;

ლომს მიხვდა ნება გულისა ბ.-გულ., 201,4;

გულის წადების მიხვდომამიმჰხვდა წადება გულისა, წასვლად ფარმანსა მოველი მთ, 1433,4;

გულის წადილის მიხუდომა - აქათ არ შევიქცევი, ვირემდინცა ანუ არ მოვკუდე, ანუ გულისა, ჩემისა წადილსა არ მივჰხუდე ვისრ., 148.4;

მიჴუდა წადილი გულისა, რაცა ოდენღა ინება ფეშ., 941,4;

საწადლის მიხვდომა - ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი 1565,1;

კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, მისი პოვნა, მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა 208,3;

მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს 1521,3;

მაშინ მიხვდეს საწადელი ყოვლს მკვდრეთით ანამდგარსად ომ., 12,2;

აწღა მივჰხვდი საწადელსა, რადმცა ვიყო გულ-ნაკლულად მთ., 701,2;

რად ვერ მივხედი საწადელსა მე სიკვდილსა დანატარით თ. I, 119,8,3;

მუნ ყოფითა ამის მეტი საწადელი არა მიხვდეს არჩ, I, 177,341,1;

და სძებნიდენ კაცთა ესეთსა, რომლისაგან საწადელს მიხდომოდენ საბა, II₁, 68,3;

არ მიხვდების საწადელი უგზოს ცდით და გაგებითა ვახტ. 142,5584;

ზოგთა მიხვდა საწადელი, თვით იქმნიან კარგ სახელად ბ.-გულ., 51,3;

საწადის მიხვდომა – მტერთ მიხვდება სულ საწადი არჩ. II, 1089,3;

საწადის მიწვდომა - მისწვდა ის მისს საწადსა, შენა გწადს საყვარელია ვახტ., 73,542;

გულის ნების მიხუედრება - რომელსაცა საწუთრო ესრე გულისა ნებასა მიახუედრებს, მას მიჯნურობისა ჭირთა ჴსენება რად უნდა ანუ თავისა რიდება ვისრ., 274,7;

გულის წადილის მიწევა - აწ მოისმინე ჩემი მოჴსენება, და სთმობდი, ნუთუ ანაზდეულად გულისა წადილსა მიეწიო ვისრ., 145,23,

გულის წადილის გათავება - არ გაუთავა სოფელმან ჯაბირს წადილი გულისა მთ., 727,3;

გულის წადილის სრულ-ქმნა – მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენნი წადილი გულისა 151,2;

გულის წადილის სრულჟოფა – თქვა: „სრულ გყო გულის წადილი, ან ვიყო მქენელი ახისა" მთ., 778, 4;

ნების სრულყოფა -გარნა ნება ვერ სრულჰყავით, გაგეყარა საყვარელი არჩ I, 182,363,2;

საწადლის სრულყოფა - მოგვხედა ღმერთმან წყალობით სრულ-ყოფად საწადელისა ჩ., 295,4;

საწადლის სრულ-ქმნა - ქალმან მისცნა მარგალიტნი, სრულ-ქმნა მისი საწადელი 701,3;

საწადლის ქმნა - თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა, არა ვნახავ სახლსა ჩემსა 1457,3;

ნების ქნა - მას ახარა ანგელოზმან, უთხრა: „იქნა შენი ნება" ომ., 42,2;

ნება ქნა მათი მეფემან, თუცა არ იამებოდა მთ., 49,1;

რადგან შენი ჩემი ნება ჰქენ, მეც აღგისრულებ ნებასა არჩ. I, 194,494,4;

გამოურჩევლად არ ვარგა, კაცს ქნას თვისი ნებანი საბა, ΙΙ₁,. 75,12;

ნების წადიერების ქმნა – აჰა იქმნა წადიერებაჲ ნებისა შენისაჲ ხანცთ., 268,22;

გულის ნების ყოფა -აჰა იქმნა წადიერებაჲ ნებისა შენისაჲ, არამედ უფალმან ყავნ ნებაჲცა გულისა ჩემისაჲ ხანცთ., 268,22;

გულის-ნების ქმნა – კოცნა დაუწყო და მასვე წამსა თანადაიწვინა და გულისა-ნება ქმნა ვისრ., 79,22;

წავალ, ღმერთს შევეხვეწები, იქნას გულისა ნებისა შნმ 425,1;

არ იმადლებდეს, იქმოდეს თავის გულისა ნებასა ვახტ., 135,468,2;

ჩემს სახლსა წამოდი და შენი გულისა ნება ვქნაო თ. II, 170,15;

გულის წადილის ქნა – ქნეს წადილი მათ გულისა, ერთდ იყუნეს მას ღამესა შნმ 2639,4;

წადილის მიცემა - ავთანდილს ღმერთმა წადილი მისცა, გულისა ლხინება 245,4;

საწადლის მიცემა – თუცა ღმერთმან მოინება, ყოვლსა კაცსა საწადელი დაუშრომლად და უცდელად მიეცემისო საბა, ΙΙ₂, 287,28;

წადილის ასრულება - მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ 866,2;

აწ აღგისრულდა წადილი ღვთისაგან შენის ნებისა შნმ 1127,4;

ყოვლთ ხელმწიფეთ უმჯობესო, აღგვისრულე ჩვენ წადილი არჩ. II, 532,2;

რა წადილს აისრულებს და ნდომას გაათავებს, სიყვარული კლებას დაიწყებს საბა, ΙΙ₁, 421,17; საწადლის ასრულება - ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი 1186,1;

შენისა საწადლისა ასრულებისა ღონე მიძებნია ვისრ., 70,29;

ღმერთმან ქნას და საწადელი აგისრულდეს გაურჯელად მთ., 323,4;

საოცარი ეს მომევლინო, საწადელი ვის აუსრულდა და პატიჟი ვინ გარდიხადაო საბა, ΙΙ₁, 150,11;

პირველ ჟამისა აღთქუმული საწადელი აღმისრულე მოდრ., 193;

ანუ აღგისრულო საწადელი თქვენი და ანუ მოვიკლა თავი ა.დარ., 333,11;

ღმერთმან საწადელი აღგისრულათ ორთავე და ერთმანერთისა შეყრითა გაგახარათ რუს., 491,11;

მაკარი მიხსნის უთუოდ, საწადელს აღმისრულებსა თ. Ι, 146,24;

საწადელი აღუსრულე, ნურასა იქ დასაკლისას ვახტ., 153,694,3;

ახლა ყველას აღვასრულებ, მაგა თქვენა საწადელსა გურ., 64,267,3;

საწადლის გათავება - დავსთმობ შენის გულისათვის, გაგითავებ საწადელსა შნმ 168,7;

საწადლის პოვნა - მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა 609,2;

ვჰპოვე საწადელი, ვინატრიდი ამას ღვთითა შნმ 4721,4;

მე მენახა სიზმარშიგა საწადლისა აქა პოვა ზილ., 296,4;

მრავალჯერ ქნილა, საწადლის პოვნის ნაცვლად, რაცა ხელთ აქვნდეს იგიცა წარაგოს საბა, II₁, 244,7;

ჯერ უნდოდეს ჭირის დღესა საწადელი მისგან პოოს ბ. გულ., 950,2;

წადილის პოვნა - უთხრა თუ: ჰპოვე წადილი გულისა მინდომებული შნმ 4968,3;

ნების პოვნა - შენმან გულმან ნება და თეეზმან წყალი პოა ვისრ., 114,4;

ნება ვერ ჰპოოს, შემიკარ, დამიხსენ სისაწყლითაო არჩ I, 184,404,4;

გულის-ნების პოვნა - ერთისა წამისა გულის-ნების პოვნისათუის საუკუნოსა აუგსა და მოყივნებასა ნუ ჩაიჭრები ვისრ., 102,24,

სიაოშის საქმისათვის გულის ნება ქაოზ პოვა შნმ 4925,1;

წმიდავ იაკობ, ალფესი, შენ ჰპოე გულის ნებანი ვახტ, 39,116,1;

გულის წადილის პოვნა - შევიბნეთ, მომკლა, ეგების ჰპოვო წადილი გულისა შნმ 4670,3;

ნდომის გათავება – რა წადილს აისრულებს და ის დომას გაათავებს, სიყვარული კლებას დაიწყებს საბა, ΙΙ₁, 421,17;

ნების გათავება - კეთილისა მგონებელო, თქუენი ნება გათავდების შნმ 26823,3;

სურვილის აღსრულება - ლოცვათა მათთა ეზიარნეს და ყოველი სურვილი აღასრულეს ტიმ, 319,16,

წყარო: ღლონტი, შალვა ვეფხისტყაოსნის ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1968. - 195გვ. ; 21სმ.см.. - 50კ., 4000ც.[MFN: 93373]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9