ზოდიაქო. ცის სფეროს სარტყელი შედგება თორმეტი ვარსკვლავედისაგან, რომელთაც აქვთ თავ-თავისი სახელი და ზოდიაქოს საგანგებო ნიშანი. ამ ნიშანთა სახელებია:ვერძი, კურო, მარჩბივი, ლომი, კირჩხიბი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თევზი, თხისრქა, საქანელი. გაზაფხულის განმავლობაში მზე გაივლის ვერძს, კუროსა და მარჩბივს; ზაფხულში — კირჩხიბს, ლომსა და ქალწულს; შემოდგომაზე — სასწორს, ღრიანკალსა და მშვილდოსანს, ხოლო ზამთარში — თხისრქას, საქანელსა და თევზს (პ.ინგოროყვა) ძველ-ქართული წარმართული კალენდარი: „საქართველოს მუზეუმის მოამბე“, ტ. VI, გვ. 373 და შემდ.).
იხ. აგრეთვე: ვერძი,
თევზი,
თხისრქა,
კირჩხიბი,
კურო,
ლომი,
მარჩბივი,
მშვილდოსანი,
ღრიანკალი,
ქალწული,
სასწორი,
საქანელი წყარო: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962