თეჯნისი (ომონიმია,ომონიმთა ხმარება) სალექსო ფორმა, სადაც ომონიმებია ნახმარი.
- დ.ჩუბინაშვილის განმარტებით: „შაირი თერთმეტმარცვლოვანი და ოთხტაეპოვანი“, ხოლო № 1512 bელნაწერში ლექსს „ხმა სირინოზს“ ახლავს შენიშვნა: „მისვე ბესარიონ გაბაშვილისაგან არის თქმული, რომელსა თურქნი თეჯნისს უწოდებენ. ხუთი შაირია, თითო შაირი ოთხი ტაეპია და თითო ტაეპი ათსამმეტი მარცვალი არს“. სინამდვილეში თერთმეტმარცვლოვანია. ამას ამართლებს ლექსიც „რხევით ნაზო“, რომელსაც წინ უძღვის „თეჯლისის ხმაზედ“, ოღონდ ლექსი შეიცავს ოთხ შაირს და არა ხუთს, და ომონიმებია გამოყენებული.
წყარო: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962