ბიბლიური გადმოცემით, ურთხელის (ულპოლველის) ოთხკუთხედი ნაგებობა (სიგრძით სამასი წყრთა, სიგანით ორმოცდაათი და სიმაღლით ოცდაათი წყრთა), რომელშიც შეიყვანა ნოემ ცოლშვილი და ყოველი სულდგმულის დედალი და მამალი და ამით გადაარჩინა ყველა სახის ცოცხალი არსება წარღვნის დროს.
წყარო: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962