მწიგნობართა უფროსი, მეფის კარის დიდი მოხელე, რომელსაც ყველა მწიგნობარი ექვემდებარებოდა და მის ბრძანებას ასრულებდა (მწიგნობარი მეფის კარის მოხელე, სახელმწიფო საქმეთა მმართველი, მწერალი, სიგელებისა და სხვა საბუთების დამწერი).
წყარო: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962