ნაწილაკი დაერთოდა წინადადების რომელიმე წევრს და თხრობითი კილოს ზმნა-შემასმენლის ფორმებს ანიჭებდა კავშირებითი კილოს მნიშვნელობას.
- ნუთუმცა გნახეთ =ნუთუ გნახოთ= ნუთუ გნახავთ. მაგრამ ბესიკის ნაწარმოებებში -მცა ნაწილაკი ნახმარია როგორც თხრობითთან, ისე კავშირებით კილოს ფორმებთან, რაც იმის მაუწყებელია, რომ ნაწილაკის ფუნქცია თითქმის დაკარგულია. მაგ.: ვინმცა რაი განიზრახოს; რამცა ვსთქვა და სხვ.
წყარო: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962