სანელებელი: „სუნელს ასე ამზადებენ დანაყვენ ერთად ნიგოზს, ნიორსა და მარილს. ტყეში მოსიარულე კაცი წაიღებს ამას თან მისაჭმელად, რადგანაც ადვილი სატარებელია და ცოტაც ჰყოფნის ადამიანს. გარდა ამისა „სუნელი” თევზისა და ხორცის გასაკეთებლადაც ვარგა, როგორც საწებელი” (ე. ნინ.).
წყარო: ნინოშვილი, ე. (ეგნატე, 1859-1894), თხზულებანი / [შეადგინა, წინასიტყვ., შენიშვნები და ლესიკონი დაურთო ალ. ღლონტმა]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1984. - 545 გვ.