-

ცა ცე ცი ცხ
ცხა ცხე ცხრ

ცხემლისჭრა

„ახალწლის წინა დღე. ამ დღეს, საახალწლო ჩვეულების ასასრულებლად, რცხილის შეშას სჭრიან. ჩვეულება შემდეგია: ახალწელს დილას, მიკვლევის შემდეგ, ოჯახის წევრებს, ოჯახის უფროსის მეთაურობით, შეაქვთ სახლშინ წინადღით დამზადებული რცხილის (ცხემლის) შეშის ნაჭრები, აყრიან გაჩაღებულ ცეცხლზე და თან გადიხარხარებენ: ხა, ხა, ხა, ხა!... შეშის დაყრა იწვევს გაჩაღებული ცეცხლიდან ნაპერწკლების გროვის ავარდნას, რასაც შეშის დამყრელნი მიაყოლებენ შემდეგ სიტყვებს: „ამდენი ქათამი, ამდენი ბატი, ამდენი ინდაურიო და სხვ”. (თ. კიკვ.): „ახალწლის წინა დღით, ან, როგორც გურიაში ეძახიან ამ დღეს, „ცხემლის ჭრას”, დაიწყო თოვნა და ნელ-ნელა აფიფქავდა ძველ თოვლზედ”.
იხ. აგრეთვე: ცხეშლა
წყარო: ნინოშვილი, ე. (ეგნატე, 1859-1894), თხზულებანი / [შეადგინა, წინასიტყვ., შენიშვნები და ლესიკონი დაურთო ალ. ღლონტმა]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1984. - 545 გვ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9