Ф

სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სქ სჩ სძ სწ სხ სჯ სჳ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საწ საჭ სახ საჯ საჴ

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. განათლება მიიღო თბილისის თავადაზნაურთა სასწავლებელში. სამხედრო სამსახურში შევიდა 1826 წელს. მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის (1826-1828), რუსეთ-თურქეთისა (1828-1829; 1877-1878) და კავკასიის ომებში. 1869 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. იყო მელიტონ ბარათაშვილის დის, მარიამ (მაია) ნიკოლოზის ასული ბარათაშვილის, შვილი და გრიგოლ ორბელიანის ბიძაშვილის – ბარბარე სამარაგდონის ასული ორბელიანის – მეუღლე. ბარბარეს გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა ასაკით ბევრად უმცროს ელისაბედ გრიგოლის ასულ ჭავჭავაძეზე (ილიას დაზე). ალექსანდრეს არც ერთი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9