Ф

აბ აგ ად ავ აზ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აწ ახ აჯ აჰ
ალა ალე ალი ალმ ალო ალუ

ალექსი-მესხიშვილი დიმიტრი სოლომონის ძე (1779-1862)

დეკანოზი, მწიგნობარი. განათლება მიიღო ანჩისხატის სკოლაში თავისი განსწავლული მამის – დეკანოზ სოლომონის – ხელმძღვანელობით. 1793 წელს აკურთხეს იპოდიაკვნად. 1796 წელს დაინიშნა კათოლიკოსის მწერალთუხუცესად. 1803 წელს ხელდასხმულ იქნა ანჩისხატის მეორე მღვდლად, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა იმავე ტაძრის დეკანოზად. ქართლ-კახეთ-იმერეთის სინოდალური კანტორის დაარსების შემდეგ დიდხანს იყო მისი წევრი.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9