(1809-1872)
კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის, პირადი ექიმი. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, დოქტორის ხარისხი დაიცვა ხარკოვის უნივერსიტეტში, ექიმად იმსახურა ოდესაში, სადაც გაეცნო მიხეილ ვორონცოვს. კავკასიაში ვორონცოვმა ის სამედიცინო ნაწილის დროებით მმართველად დანიშნა. მეფისნაცვალთან ახლო ურთიერთობის გზით ანდრეევსკიმ დიდძალი მამულები შეიძინა საქართველოში. ცოლად შეირთო მარიამ თამაზის ასულ ორბელიანისა და გიორგი ეგნატეს ძე თუმანიშვილის ასული ბარბარე (რომელიც გარდაიცვალა 1893 წელს. დაკრძალულია მთაწმინდაზე, მამადავითის ეკლესიაში). პეტერბურგში გადაყვანილ ვორონცოვს ანდრეევსკიც თან გაჰყვა. მოგვიანებით უცხოვრია ოდესაში, სადაც გარდაცვლილა. ჰყავდა ორი ქალიშვილი – ნინო და ელენე.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.