(1790-1854)
გიორგი XI-ის შვილი. დედასთან ერთად გადაასახლეს რუსეთში. ცხოვრობდა მოსკოვში. დაქორწინდა სამოქალაქო მრჩევლის, ობოლენსკის, ქალიშვილ ანასტასიაზე. მსახურობდა იზმაილოვის პოლკში პოლკოვნიკის თანამდებობაზე. ეწეოდა მთარგმნწელობით საქმიანობას. 1844 წელს ფრანგულიდან უთარგმნია ფილოსოფოს კლარკის მიმოწერა გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცთან. ჰყავდა ცამეტი შვილი.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.