Ф

ბა ბგ ბე ბზ ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბღ ბძ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბან ბაჟ ბარ ბას ბაქ ბაღ ბაყ ბაშ ბაჭ

ბაგრატიონ-მუხრანელი ივანე კონსტანტინეს ძე

(მუხრანსკი) (1812-1895)

მეფე ერეკლეს შვილთაშვილი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის, სიძე. პაჟთა კორპუსის დასრულების შემდეგ დაიწყო მისი სამხედრო კარიერა. მონაწილეობდა შამილის წინააღმდეგ ბრძოლებში. ყირიმის ომის დროს სარდლობდა რუსეთის ჯარებს სამეგრელოს ტერიტორიაზე შემოჭრილი ომარ-ფაშას ჯარის წინააღმდეგ. ფლობდა უამრავ ჯილდოს. თადარიგში გასვლის შემდეგ სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საგვარეულო საძვალეში.

იხ. აგრეთვე: ივანე მუხრანსკი
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9