ინფანტერიის გენერალი. 1809 წლიდან სამხედრო სამსახურში შევიდა. მისი სამხედრო ბიოგრაფიიდან აღსანიშნავია გურიის 1841 წლის აჯანყების ჩახშობა. ასევე ბაშკადიკლარისა და კიურაკდარის ბრძოლები, რისთვისაც გენერალ-ლეიტენანტის ჩინით ანდრია პირველწოდებულის ორდენი დაიმსახურა. პეტრე დიდის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო. 1846 წელს ქუთიშის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა შამილი. 1855 წლიდან იყო სამხრეთ კავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროსი. გარდაიცვალა 1858 წელს.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.