მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მეუღლე, რუსული არისტოკრატული წრის წარმომადგენელი, ალ. პუშკინის პოეტური მუზა. საქართველოში ცხოვრების პერიოდში ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. მისი თაოსნობით 1846 წელს თბილისში დაარსდა წმინდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება, რომლის მესვეურობით თბილისში, ქუთაისსა და თელავში გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლები. ელისაბედი ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ სალონს თბილისში.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.