(1848-1913)
სამეგრელოს მთავარ დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის შვილი. მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან დედასთან და-ძმებთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. 1868 წელს იგი (ცოლად გაჰყვა შარლ ლუი ნაპოლეონ აშილ მიურატს (1847-1895), ნაპოლეონის ძმისშვილს. მათი ქორწინება პარიზში წლის მოვლენად აღიარეს. 1873 წელს წყვილი სამეგრელოში ჩამოვიდა საცხოვრებლად. 1913 წელს დაქვრივებული სალომე საფრანგეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, სადაც მალევე გარდაიცვალა. დაკრძალულია ივქვე.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.